მთავარი » 2011 » აგვისტო » 23

ოშოს აზრები

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: აზრები



* ”ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.”
* ”ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი სხვა არაფერია, თუ არა პატიმრობის სხვადასხვა სახეები. იესო, ბუდა, კრიშნა და მუჰამედი თავისუფლებაა, ხოლო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი და ისლამი მუდამ ტყუიან.”
* ”რასაც არ უნდა ეძებდეთ თუ ჩაუღრმავდებით, ნახავთ, რომ საკუთარ თავს ეძებთ.”
* ”ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია ვიდრე ნახევრად სიმართლე.”
* ”გონება ვერ იქნება სხეულზე ძლიერი, რამეთუ იგი სხეულზე გვიან გაჩნდა.”


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ყოველივეს სჯობს,საკუთარი აზრი გქონდეს!!!

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



ერთხელ მოხუცი კაცი და მისი პატარა შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ვირზე იჯდა, ხოლო მისი შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ვირს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.
– ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ვირზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა.



კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

კარგად ნაცნობი ფრაზების ისტორია...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



1. აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხული – ამ გამოთქმას ხმარობენ მაშინ, როცა რამეს დიდხანს ეძებენ და იპოვიან

პოლონეთის მეფე სიგიზმუნდ II ნადირობისას მისმა ძაღლმა სიკვდილს გადაარჩინა. მეფეს ის ძალიან უყვარდა და როცა მოკვდა, ბაღში დამარხა და ძეგლი აუგო. ერთხელ მეფის სასახლე დაიწვა და ძაღლის ძეგლიც დაიკარგა. დიდხანს ეძებეს ძაღლის საფლავი, მაგრამ ბოლოს მხოლოდ მისი თავი იპოვეს. „აი, სად ყოფილა ძაღლის თავი დამარხულიო", – უთქვამთ თურმე ამის გამო. შემდეგ ეს გამოთქმა საყოველთაოდ გავრცელდა.

2. აკრძალული ხილი – ხმარობენ ისეთი რამის აღსანიშნავად, რაც მეტად სასურველი, მიმზიდველი, სახარბიელო და მაცდუნებელია, მაგრამ არა – სასარგებლო


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მოტყუებული...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია


ერთი შეძლებული კაცი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
ქალაქს რომ მიუახლოვდა, გზისპირას ჩამოჯდა, რომ წაეხემსა.
გემრიელი საჭმლით ტკბებოდა და თან თავის სახლზე, თავის თავზე და იმ სარფიან გარიგებაზე ფიქრობდა, ცოტა ხნის წინ რომ დადო.
გზაზე კაცი გამოჩნდა.
მდიდარმა ის იხმო და ქალაქში საქმე როგორ არის, ჰკითხა.
_ ყველაფერი კარგადაა, _ მიუგო მან.
_ ჩემი სახლი ხომ იცი. ჩემი ცოლი და შვილი როგორ არიან?
_ შენი ბიჭი თავს მშვენივრად გრძნობს, დედამისი კი, ისევ ისეთი მშვენიერია, როგორიც იყო.
_ ჩემი აქლემი?
_ ჯანმრთელია და დაპურებული.
_ ჩემი ძაღლი?

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მეგობარი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



იყო ორი მეზობელი. ზამთარი მოვიდა და არემარე თოვლმა დაფარა.
პირველი მეზობელი დილაუთენია გამოვიდა ნიჩბით ხელში და სახლის წინ ბილიკი გაკვალა.
საქმეს რომ მორჩა, მეზობლისას გაიხედა. იქ გზა უკვე გაწმენდილი იყო.
მეორე დღესაც მოთოვა. პირველი მეზობელი ნახევარი საათით უფრო ადრე ადგა და მუშაობას შეუდგა.
ხედავს, მეზობლის ბილიკი უკვე გაკვალულია. მესამე დღეს მუხლამდე თოვლი მოვიდა.
!

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ხუთი პური

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



ერთი კაცი ყოველდღე დადიოდა ბაზარში და ხუთ პურს ყიდულობდა
ერთხელ თავის მეგობარს შეხვდა გზაში. მეგობარმა ჰკითხა:
— მითხარი, დღეში ხუთ პურს რატომ ყიდულობო?
კაცმა მიუგო:

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ჩოუჭო (ჩინური იგავი)

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



ხოიძი ამბობდა: "ჩვენთან უზარმაზარი ხე იზრდება, ამ ჯიშს ჩოუჭო ჰქვია. ეს ხე ფუჭია, მშენებლობისათვის არ ვარგა, ტოტები ებრიცება, ნაკეთობისათვის ვერ გაასწორებ. ტყუილად

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

თევზები და გველთევზა

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



იყო ერთი გველთევზა, რომელსაც ფარფლ-ქერეჭი თევზისა ჰქონდა, შხამი და საზრიანობა კი - გველისა. გველთევზა ნაპირზე ცხოვრობდა და ხანდახან თუ ჩააკითხავდა წყალში თავის მოძმეთ.

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ორი ლომის ამბავი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



ერთხელ ცირკის მხეცები ზოოპარკში ჩამოატარეს, სურდათ ენახათ, თუ ვით შეხვდებოდნენ მათ გალიაში დამწყვდეული თვისტომნი. ერთი ყველაზე სამაგალითოდ გაწვრთნილი ლომი თავის მოძმის გალიასთან შეჩერდა და უთხრა: "ეჰ, რარიგ მებრალები, ძმობილო, აქ ჩამწყვდეული, გაძვალტყავებულხარ, თვალებში შუქი ჩაგქრობია ნიადაგ ერთ ადგილას გდებით და გალიაში წრიალით. წამოდი ჩვენსას ცირკში, ჩვენი ბატონი კარგად გაჭმევს, არაფერს მოგაკლებს,

კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

სოკრატე და სამმაგი ფილტრი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია

ერთხელ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატე, (469-399 ჩ.წ.) შეხვდა ნაცნობს, რომელიც მას ეუბნება:

 

— სოკრატე, იცი შენს ერთერთ მოსწავლეზე რა გავიგე?

 

— მოიცადე, სანამ ამას მეტყვი, პატარა გამოცდა უნდა ჩავატარო, რომელსაც ჰქვია "გამოცდა სამმაგი ფილტრით".

 

— სამმაგი ფილტრით?

 


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

მას შეუძლია,დაგეხმაროს...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია

ერთ დღეს ნაპოლეონ ჰილთან უპოვარი კაცი მივიდა და შველა სთხოვა.

საუბრისას გაირკვა, რომ უპოვარი კაცი უწინ წარმატებული ბიზნესმენი იყო.მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა... ცოლს გაეყარა, ქონება დაკარგა, ბიზნესი ჩაუვარდა, ჯანმრთელობა შეერყა და…

კიდევ უამრავი რამ ჰქონდა საწუწუნო.

ჰილმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

ბრმა მათხოვარი...

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია


ბრმა მათხოვარი შენობის კიბეზე იჯდა, წინ ქუდი ედო და აბრა, რომელზეც ეწერა: "ბრმა ვარ, დამეხმარეთ!”

უცებ ერთ–ერთი გამვლელი გაჩერდა, დაინახა, რომ ქუდში ორიოდე მონეტა ეგდო, აბრა აიღო, ხეიბრის დაუკითხავად წაშალა წარწერა და ახალი მიაწერა. გაიღიმა და წავიდა.

 


კომენტარები [0] | სრულად ნახვა 

არწივი

სიახლის ავტორი: nino | კატეგორია: ფილოსოფია



ერთხელ ერთმა ფერმერმა მიტოვებული არწივის ბუდე იპოვა,სადაც თბილი კვერცხი იდო.წამოიღო ფერმერმა კვერცხი და კრუხს ქათმის კვერცხებთან ერთად დაუდო.მალე პატარა არწივი გამოიჩეკა...

კომენტარები [0] | სრულად ნახვა