მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » ალექსანდრიის შუქურა
5:33 PM
ალექსანდრიის შუქურა



ცნობილი როგორც ფაროსი, ბერძ. Φάρος - შუქურა) მდებარეობდა ალექსანდრიაში, ეგვიპტე, აშენდა ძვ.წ. 279 წელს მე-3 საუკუნეში და მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ-ერთად მიიჩნევა. მან ფუნქციონირება შეწყვიტა და თითქმის სრულიად დაინგრა მე-14 საუკუნეში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად. მისი ნარჩენები ნაპოვნი იქნა მყვინთავების მიერ 1994 წელს, შემდეგ კი სატელიტური ფოტოებით შუქურის დანარჩენი ნაწილები აღმოაჩინეს. შუქურის კოშკი სავარაუდოდ 134 მეტრის სიმაღლის უნდა ყოფილიყო, და იმ დროისთვის დედამიწაზე არსებული ადამიანის მიერ აგებული ყველაზე მაღალი ნაგებობა უნდა ყოფილიყო.

მსოფლიოს მეშვიდე საოცრება, ალექსანდრიის შუქურა, სინამდვილეში რიგით მერვეა. სანამ მას ააგებდნენ, მსოფლიოს მეშვიდე საოცრებად ბაბილონის გალავანი ითვლებოდა. ნილოსის დელტაში აღმართული 130მ სიმაღლის შუქურა ანტიკური ხანის ადამიანებმა ისეთ თვალშისაცემ ტექნიკურ ქმნილებად მიიჩნიეს, რომ ბაბილონის გალავანი ერთი ხელისმოსმით ამოშალეს საიცრებათა სიიდან და მეშვიდე ადგილია არგუნეს შუქურას, როგორც ბოლო და ყველაზე გვიანდელი ხანის საოცრებას. დღემდე მასზე მაღალი შუქურა არც აგებულა.
ეგვიპტის დაპყრობიდან ერთი წლის შემდეგ ალექსანდრე დიდი ძველ დედაქალაქ მემფისში ფარაონად ეკურთხა. ქრისტეშობამდე 331 წელს მსოფლიოს ახალგაზრდა დამპყრობელმა, რომელიც მაშინ 25 წლისა იყო, საზეიმო პროცესიის თანხლებით, ნაბიჯ-ნაბიჯ გადაზომა 30X7კვ.მ ფართობის (5370X1253მ) ტერიტორია. მას უკან მიჰყვებოდა ქურუმი, რომელიც მეფის ნაკვალევში დაფქვილ შვრიას ყრიდა. მათ მისნისგან იცოდნენ, რომ შვრია ღმერთებს კეთილად განაწყობდა და მეფის ჩანაფიქრიც განხორციელდებოდა.
სწორედ აქ, ნილოსის დელტის აღმოსავლეთით, უნდა დაარსებულიყო ალექსანდრია, მბრძანებლის პირველი ქალაქი (რომელსაც აღმოსავლეტის ქვეყნებში ბევრი სხვა უნდა მოჰყოლოდა). მაკედონელი მეფის აზრით, ეს ქალაქი ბერძნული კულტურიცა და ეკონომიკისთვის ღია უნდა ყოფილიყო; ამავე დროს უნდა გამხდარიყო უმნიშვნელოვანესი სავაჭრო ცენტრი და ნავსადგური. ახალი ქალაქის ესკიზები ალექსანდრემ თავად შექმნა. მეფის ბრძანებით, ალექსანდრიასთან მდებარე კუნძულ ფაროსზე მანამდე არნახული სიდიდის შუქურა უნდა აეშენებინათ.


ალექსანდრია ააშენა ალექსანდრე მაკედონელის ნაცვალმა კლეომონესმა. ალექსანდრემ თავად შეარჩია ადგილი ქალაქისა და ბაზრის მოედნისათვის (აგორა), დაადგინა ტაძრების რაოდენობა და ისიც, რომელი ბერძნული ღვთაებების სახელზე უნდა აგებულიყო ისინი. ალექსანდრია სწრაფად გადაიქცა აყვავებულ ქალაქად, სადაც 600 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოგვიანებით ქალაქს სახელი გაუთქვა უდიდესმა ბიბლიოთეკამ, სადაც 700 000 პაპირუსის გრაგნილზე ანტიკური ხანის მთელი სიბრძნე იყო თავმოყრილი.

ლექსანდრიამ გაამართლა მეფის იმედები. ქალაქი ძალიან სწრაფად გადაიქცა ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთ აყვავებულ მეტრობოლიად. თავად ალექსანდრე შუქურის დამთავრებას ვერ მოესწრო. იფი ქრისტეშობამდე 323 წელს გარდაიცვალა, კოშკის მშენებლობა კი მხოლოდ მისი გარდაცვალებიდან 23 წლის შემდეგ დაიწყო.
ეს იყო უზარმაზარი ნაგებობა, უფრო მეტიც, ისტორიაში პირველი ნამდვილი კოშკი: 30X30კვ.მ მოედანზე იდა 71მ სიმაღლის სწორკუთხედი, რომელიც წვეროსკენ ოდნავ ვიწროვდებოდა. ზედა პლატფორმაზე იყო კოშკის მეორე ნაწილი, 34მ სიმაღლის რვაკუთხა ნაგებობა. მას აგვირგვინებდა მრგვალი ნაგებობა, რომელშიც შუქურის მოწყობილობა იყო მოთავსებული. კოშკის ბოლო სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათის ფორმის საურავით მთავრდებოდა. კოშკის წვეროდან, 130მ სიმაღლიდან, ზღვას ზევსის (ან სავარაუდოდ ზღვის ღმერთ პოსეიდონის) ქანდაკება გადაჰყურებდა.


ასე წარმოედგინათ ალექსანდრიის შუქურა 200 წლის წინ.

კოშკის ქვედა ნაწილი დაყოფილი იყო ერთიმეორის თავზე განლაგებულ 14 სათავსოდ; შიდა კედლებზე ზედა სართულებისაკენ მიემართებოდა ფართო სპირალური დერეფნები, რომლებიც ისეთი განიერი იყო, რომე ორი სასაპალნე საქონელი ერთმანეთს გვერდს თავისუფლად აუვლიდა. კოშკის შუაგულში, სარდაფიდან შუქურის ბოლომდე, მოთავსებული იყო შახტი. ბაგირის დახმარებით საწვავი კოშკის წვერომდე აჰქონდათ. კოშკი გარედან თეთრი მარმარილოთი იყო მოპირკეთებული. იმის გამო, რომ ალექსანდრიის შუქურამდე არ არსებობდა მსგავსი რამ, მას, ადგილმდებარეობის მიხედვით, უბრალოდ "ფაროსი” უწოდეს.


არქეოლოგ პერმან ტიერსოს მიერ შექმნილი რეკონსტრუქცია, 130მ სიმაღლის ალექსანდროოს კოშკის აგებაზე, სავარაუდოდ, 800 ტალანტი ანუ 20800 კგ ვერცხლი (რაც დაახლოებით 14მლნ ქართული ლარის ღირებულებისაა) უნდა დახარჯულიყო

ალექსანდრიის შუქურამ 1000 წელზე მეტ ხანს გაუძლო ომებსა და დროის ქარტეხილებს და უვნებელი გადარჩა. თუმცა, მანაც გაიზიარა მსოფლიოს ზოგიორთი საოცრების ბედი: ქრისტეშობიდან 1100 წელს იგი მიწისძვრამ დაანგრია. არაბები შეეცადნენ მის აღდგენას, თუმცა ეს ცდა მარცხით დასრულდა.


კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 7129 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა