2:33 PM არა (ჩვეულებრივი) დილა... | |
ისე გემრიელად მძინავს...ვერაფერს ვგრძნობ...სხვაგან ვარ და სხვა ვარ...თითქოს არც ვარსებობ,მაგრამ მე ვსუნთქავ... კარი იღება და მცირე ხმაური აღწევს ჩემამდე. მორჩა... გაქრა გაურკვევლობები... გავიღვიძე. ჩვეულებრივი დილაა და რატომ მგონია,რამე არაჩვეულებრივი მოხდება? ფანჯრებს ახლადგაღვიძებული მზე მოსდგომია და შემოხეტებას ლამობს.ნოდარ დუმბაძე მახსენდება,მზის სხივებს რომ აგროვებდა... მზიანი ღამე... ეს კიბეები სად აუტანიათ,ვეღარ დავდექი დედამიწაზე... ქუჩა სავსეა. ნეტა ეს ხალხი სად ჩქარობს ასე? სიზმარზე ვფიქრობ...აღარ მახსოვს,ვნახე თუ არა. თუმც რა აზრი აქვს... რაღაც უჩვეულო ხასიათზე ვარ თუმცა დილა...ჩვეულებრივზე ჩვეულებრივია... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |