არეული ფიქრი - 20 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » არეული ფიქრი
6:11 PM
არეული ფიქრი


მერე რა,რომ ელვარებენ
სურვილები ოქროდ მზეზე,
ელიოზის ცივი ძვლები
შეყინულან ნატვრის ხეზე.
რმერთმა იცის,სრულყოფილი
მხოლოდ თვითონ უნდა იყოს
ჩემ გულის ფიქრს ავი ზეცა
მომტაცებს და საგზლად იყოფს.
სადღაც დაქრის ფიროსმანის
სული ვარდის კალათებით
და ბედი სჭედს უბედობას,
ათამაშებს კამათლებით.
თეთრ დუქანთან ალიონზე
აატირებს არღანს მტკვარი,
გათხოვება რომ მინდოდეს...
ჩიცინებს ნინა – ქალი...
ბეჭდების თვლება ქარი გაშლის,
ის,ლოდებთან ვინც გოდებდა,
თავშესაფარს პოულობდა
თრობასთან და შარლ ბოდლერთან...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 280 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა