ავტოპორტრეტი - 19 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » ავტოპორტრეტი
2:16 PM
ავტოპორტრეტი

ნიღაბსაც უნდა მოეძებნოს გამართლება.
ნიღაბს – უგრიმოს.
გაშიშვლებულ სულს ხშირად სთელავენ.
სათუთი გრძნობა გაწირულია...და ბოლოს ყველა რჩება მარტოსულად.
ჩნდება კითხვა თუ რა ნაბიჯს ერქვა შეცდომა...
ბავშვობაში გვჯერა,რომ კეთილი იმარჯვებს ბოროტზე...რომ კეთილი ფერიები მუდამ აღწევენ მიზანს...ვიზრდებით და ვეჯახებით რეალობას – არ არსებობენ ფერიები!
და კიკეთეც არსად არსებობს!
ამასობაში სული იღლება.
კონტრასტები სწრაფი კადრებივით მიექანება სულს მიღმა...ლაგდებიან გონებაში და ჩნდება ნიღაბი......აუცილებლად!
გულით ქმედებას ტიტულები და ჯილდოები არად არგია!
მე ვერ ვიცხოვრებ ნიღბის გარეშე,ისევე ,როგორც შენ...ვინც ამას კითხულობ...
როცა ნიღაბს მოვიხსნით,მაშინვე უჩნდებათ კითხვა,უი ეს შენ ხარ? ასეთშ გიცნობდი?თავზე გამსხვრევენ შისველ სულს,კარისკენ მიგითითებენ და ამით ყველაფერი ნათქვამია!
ყველას ისეთი მოსწონდი – ნიღბით!!!
სადაც ,,ძალიან საყვარელი ხარ!"
,,საყვარელი" მატყუარები სამყაროს მართავენ...ნიღბოსნები...ჩემნაირი და შენნაირიც!
მეც ასეთი ვარ!
ნიღბიანი!
ბოროტი კაცობრიობის შთამომავალი.
მე შემიძია მოვიხსნა ნიღაბი,როცა ამას შენც გააკეთებ!
ავტოპორტრეტს თუ მიიღებ,როგორიც არის,მაშინ მოგიძღვნი...
კატეგორია: ჩემი ჩანაწერები | ნანახია: 206 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა