მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » ჩემი ლექსები
4:30 PM
ჩემი ლექსები

ჩემი ლექსები ჩემი მეგობრებისთვის ახალი ხილი არ არის,უცხოები მეკითხებიან,მეუღლეს არ სწყინს ასეთი ლექსები რომ გაქვსო?...რატომ უნდა სწყინდეს? ეს ხომ შემოქმედებაა?...თანაც ეს ლექსები დღეს და გუშინ ხომ არ დამიწერია?...წლებს ითვლიან ჩემი ბეღურები...დაბერდნენ ლამისაა....
მე მათ ვერ მოვიცილებ,ისინი  – მე...

პირველი ლექსი დიდმა ემოციამ დამაწერინა...ეს იყო 1989 წლის 9 აპრილის ღამეზე. მთიანია ჩემი სოფელი და ტელევიზორები მხოლოდ მაღალ ადგილებში აჩვენებდა...9 აპრილის ღამეს სოფლის ,,ბირჟაზე" ვიღაცას რადიო გამოეტანა და დენის ბოძზე,ჩამოეკიდათ...უსმენდა ხალხი რადიოს და ტიროდა. მხოლოდ ის მახსოვს,ვიღაც აცხადებდა,ხალხო,შემოგვიერთდითო...
შემდეგ უკვე ნელ–ნელა აღვიქვი,რომ ტრაგედია დატრიალდა იმ ღამეს,მაშინ ვიგრძენი პირველად,რომ მე ქართველი ვარ,რომ ჩემ ქვეყანას დაცვა უნდა,რომ თავისუფლებისთვის ვიბრძვით...
მალე გამოჩნდა წიგნები 9 აპრილზე...მახსოვს ამ წიგნებს ყოველდღე ვათვალიერებდით ბავშვბი,ფოტოებს ვაკვირდებოდით......ეს იყო შოკი.

მოკლედ,აი რა დავწერე მაშინ,8 წლისამ.

იმ დღეების შემდეგ,იმ სისხლიან ღამის...
ქართველ დედას ასხია შავი მოსასხამი...
დაუბნელდა მზე იმ სტუდენტურ წლებს,
დაუბნელდა მზე წარმატებებს ჩვენს...
იმ სისხლიან ღამეს და იმ გლოვის დღეს
მოელოდათ სიკვდილი თურმე მეგობრებს....

არ დამიჯერეს.საიდან ამოწერეო,მეკითხებოდნენ.მერე ავდექი და პაპაზე დავწერე ლექსი,ბევრი იხალისეს ამაზე....მოკლედ...ნელ – ნელა თემატიკაც შეიცვალა და ინტერესიც გაჩნდა ამ ლექსებისადმი.სკოლის პერიოდში ვიბეჭდებოდი კასპის,გორის ჟურნალ – გაზეთებში,კრებულებში,რა თქმა უნდა,ჰონორარის გარეშე:):):)
ჩემი ლექსებიც ზოგს მოსწონდა,ზოგს არა...როგორც ხდება ხოლმე.

ახლახანს სურვილი გამიჩნდა,ერთ პატარა კრებულად მექცია ისინი. ერთმა მეგობარმა პოეტმა,რომელიც თავის მოსაწყენ პოეზიის საღამოებზე მეპატიჟება ხოლმე,მითხრა დაგეხმარებიო...მანამდე გადავხედავ შენს ლექსებსო...გადახედა და რომ მნახა...ეს სიტყვა აქ ასე რომ იხმარე,იქნებ სჯობდა ასე გეხმარა....ან ამის მაგივრად ეს რომ გეხმარაო....ასეთ რაღაცეებს ვერ ვიტან და მომკალით:):):) შე კაი ადამიანო,თუ იმის ნებას მაძლევ,სიტყვა ვიხმარო,მოდი ისიც დამანებე, ჩემ ნებაზე ვიხმარო?:):):)
მოკლედ,მე ჩემ ბეღურებს,აქ ჩამოვსხამ,თქვენ გადახედეთ და მწერალთა კავშირის წევრებმა დიდი პოეტების პოეზიის საღამოებზე იყვინთაონ:):):)





კატეგორია: ბლოგი | ნანახია: 1807 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა