დოსტოევსკის ფრაზები - 26 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » დოსტოევსკის ფრაზები
11:23 PM
დოსტოევსკის ფრაზები




  • სატანა ღმერთს ებრძვის, ბრძოლის ველი კი ადამიანთა გულებია.
  • ადამიანი არის საიდუმლოება. ეს საიდუმლოება გამოცნობილი უნდა იქნას, და თუ მთელ ცხოვრებას მის გამოცნობას მოანდომებ, ნუ იტყვი, რომ დრო დაკარგე. მე ამ საიდუმლოებას მივსდევ, რადგან მინდა ადამიანი ვიყო.
  • ფლიდი და საძაგელი რამ არის ადამიანი! და ასევე საძაგელია ისიც, ვინც მას ამისთვის საძაგელს უწოდებს.
  • ადამიანებს სიზარმაცით მოსდით, ერთმანეთს ერთი შეხედვით რომ ახარისხებენ და არაფერს პოულობენ საერთოს.
  • სიმართლის სხივს ვერავითარი ნისლი ვერ გაუძლებს.
  • არის ხალხი,ვისაც მეტისმეტი გაბრაზება მეტისმეტ სიამოვნებას ანიჭებს,მეტადრე თუ გაბრაზებამ ზღვარს გადააცილა.
  • დიადი აზრები იმდენად დიადი გონებისგან არ მომდინარეობენ,რამდენადაც დიდი გრძნობებისგან.
  • რაც არ უნდა გენიალური, ახალი, ანდა სერიოზული აზრი მოგივიდეს თავში, მაინც რჩება მუდამ ისეთი რამ, რასაც სხვა ადამიანებს ვერასგზით ვერ გადასცემ, თუნდაც მთელი ტომები დაწერო; მუდამ არის რაღაც ისეთი, რაც არაფრის დიდებით არ დათანხმდება შენი ტვინიდან გამოსვლას და მუდამ შენთან დარჩება. ისე წახვალ ამ ქვეყნიდან, რომ შენს მთავარ იდეას ვერავის გადასცემ. (იდიოტი)
  • ყველაფერს რომ ითხოვ და ყველაფრისგან ხელს იბან, ესაა ღორობა.
  • ხალხის უმაღლესი და დამახასიათებელი ნიშანია სამართლიანობის განცდა.
  • მართლმადიდებლობა ქრისტეს ჭეშმარიტი მოძღვრებაა. ჩვენი სინდისისა და ზნეობის საფუძველია. ამავე დროს, ის უნდა იყოს საზოგადოებრივი ყოფისა და მეცნიერების საფუძველიც.
  • მაშინ, როცა ირონიას, ალეგორიას და ხუმრობას ვეღარ იგებენ, ეს ცუდის ნიშანია.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 841 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა