გაბზარული დოქი - 9 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » გაბზარული დოქი
8:35 PM
გაბზარული დოქი



ჩინეთში ცხოვრობდა ერთი მოხუცი ჩინელი ქალი. მას ორი დოქი ჰქონდა. გაიდებდა ხოლმე ეს მოხუცი ჩინელი ქალი მხრებზე ჯოხს, ერთ ბოლოზე ერთ დოქს ჩამოკიდებდა ყურით, მეორე ბოლოზე - მეორეს და მიდიოდა წყაროსთან წყაროს წყლის წამოსაღებად.

ერთი დოქი გაბზარული იყო, მეორე კი - სრულიად უნაკლო. უნაკლო დოქი მუდამ წყლით სავსე მიჰქონდა სახლამდე, გაბზარული კი - ნახევრადდაცლილი.

ასე გრძელდებოდა ყოველ დღე ორი წლის მანძილზე - მოხუც ქალს სახლში ყოველთვის დოქნახევარი წყალი მიჰქონდა.

უნაკლო დოქი ძალიან ამაყობდა თავისი თავით, საბრალო გაბზარულ დოქს კი თავისი ნაკლის ძალიან სცხვენოდა და დარდობდა, რომ მხოლოდ ნახევარი საქმის გაკეთება შეეძლო.

ორი წლის შემდეგ საკუთარ უსარგებლობაში დარწმუნებულმა დოქმა მოხუც ქალს მიმართა:

"ძალიან მცხვენია, ჩემი ბზარის გამო ხომ წყაროდან შენს სახლამდე ნახევარი წყალი გზაზე იღვრება.."

მოხუც ქალს ჩაეღიმა. "არ შეგინიშნავს, რომ შენს მხარეს გზის გასწვრივ ყვავილებია ამოსული, მეორე მხარეს კი - არა? შენს მხარეს ყვავილები დავთესე, რადგან ვიცოდი რა ნაკლიც გქონდა. ასე რომ, უბრალოდ გზაზე კი არ ღვრიდი წყალს, არამედ ყოველ დღე ამ ყვავილებს რწყავდი.

ორი წლის განმავლობაში ამ მშვენიერი ყვავილების თაიგულებით ჩემს მყუდრო სახლს ვალამაზებდი. ასეთი რომ არ ყოფილიყავი, როგორიც ხარ, მე ამ სიამოვნებას ვერ მივიღებდი."

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 287 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა