მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » გალაპაგოსი (კუნძულები)
10:24 AM
გალაპაგოსი (კუნძულები)


გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) — კუნძულთა არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კმ-ის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან, კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა.

1535 წელს, გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები რუკაზე პირველად 1570 წელს გამოჩნდა, როცა ისინი მერკატორმა თავის ატლასზე მონიშნა. მას შემდეგ არაერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი. აქ გატარებული დროის განმავლობაში, დაკვირვებებზე დაყრდნობით, მოგვიანებით მან გამოაქვეყნა თავისი გახმაურებული ნაშრომი "სახეობათა წარმოშობა". სწორედ ჩარლზ დარვინის ნაშრომების შედეგად გახდა ეს კუნძულები საქვეყნოდ ცნობილი. 1956 წელს, ექსპედიციამ ტურ ჰეირდალის მეთაურობით, დაამტკიცა, რომ მათ ვიზიტამდე ბევრად ადრე, ინდიელები კარგად იცნობდნენ კუნძულებს.

კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 1625 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა