მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » გაორებული
8:57 AM
გაორებული

,,მივხვდი შენ ორი ხარ,
მებრალები...დაიტანჯები"...(ხმა)

ორი ვარ...ერთი ქალის სხეულით
და არ არსებობს სხვა ტრაგედია,
ჩემი ცხოვრებით ბევრი რვეული
ავკინძე...მაინც არ დამეტია...
ყველას სიმართლე არის ზღაპარი
მეც ხან ნიღბით ვარ,ხანაც უგრიმოდ...
ვინც ჩემთან იყო,აღარსად არი
და ტრაგედია რჩება უგმიროდ...
მე დავიბადე,როცა ნათელი
ისახებოდა ღამის დეზებით,
ვინც დაინახავ ჩემს გაორებას,
გთხოვ,ნუ უარმტოფ,ნუ მოგბეზრდები...
დღისა და ღამის საწყისი ჩემში
თანდაყოლილი ბევრი გულისთქმა...
როდესაც ღმერთმა სული მაჩუქა
მე გამაჩინა,სხვა იგულისხმა...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 702 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა