გეშინოდეს იმისი,ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა...საინტერესო ფრაზები - 4 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 4 » გეშინოდეს იმისი,ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა...საინტერესო ფრაზები
8:51 PM
გეშინოდეს იმისი,ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა...საინტერესო ფრაზები
.

 ‎”ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგანან გვერდით, გამარჯვებები უხარიათ, სიხარულში არ გტოვებენ.. ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან, საოცრად მოწყენილ, სოლიდარობის გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები, რომ შენი ტკივილი მათთავის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და სხვა არაფერი. მძულს ასეთი ფარისევლობა!”
პაოლო კოელიო "ზაჰირი”
2. წესიერი ადამიანი ყოველთვის უბრალოა.
3.ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელია.
4. ვისაც მწარე უჭამია, იცის სიტკბოს გემოვნება.
5. თუ ცაში ვარსკვლავი ვერ გახდები, სახლში ნათურა მაინც იყავი.
6. არ განიკითხო.რაჟამს მოყვასი ბრალს გდებდეს,თავს ნუ იმართლებ,სთხოვე შენდობა და განშორდი.ყოველ ადამიანში დაინახე მხოლოდ სიკეთე,მიმართე მას კეთილი სიტყვით,თუ ეს არ ძალგიძს – ნურაფერს ეტყვი. ილია II
7. ადამიანი ვარ… მე არცერთს არ ვგავარ. ვერც ანგელოზს ვთმობ და ვერც ეშმაკს ვერევი… ჩემს სულში ხანდახან ხარხარებს სატანა, ხანდახან ანგელოზს ჩამოსდის ცრემლები..
8. მას, ვინც გაწყენინებს, უყურე ისე, როგორც შენზე სუსტს; როგორც პატარა ბავშვს სამაგიეროს არ გადაუხდი, ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს; რამეთე იგი ბოროტებისგან კი არა, სისუსტისაგან იბადება. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის.
წმ.ნიკოლოზ სერბი
9. ‎’მოღალატე რომ ერთგულებაზე ლაპარაკობს, იგი მაშინ ღალატსაც ღალატობს’
10. მე უფრო მაღალი და დიდებული სტანდარტები მაქვს პრინციპებისა ვიდრე ის ჰქონდა ჯორჯ ვაშინგტონს.მას არ შეეძლო ტყუილის თქმა.მე შემიძლია მაგრამ არ ვიტყვი.
11 ცა ხომ ვრცელია, მაგრამ ამ ცაშიც ეჯახებიან ღრუბლებს ღრუბლები..
12. მომიტევე არა იმიტომ რომ ღირსი ვიყო ამისა,არამედ შენი მოწყალების გამო”ანა კარენინა”
13. ‎”თუ სახლს ღმერთი არ დარაჯობს, ტყუილად ირჯებიან გუშაგნი”
14. უფრო ღირსეული იქნები ვიდრე ხარ, შენს ღირსებას რომ არ ახსენებდე..შექსპირი
15. ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ… და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან."
ნ.დუმბაძე
16. ‎”გულუბრყვილობას მხოლოდ შურიანები თვლიან სისულელედ… სინამდვიელში ეს ნაკლი კი არა ღვთის წყალობაა”.
17. სული საზღვარს გადაცდება ფრენით ,ახლაც მახსოვს მისამართი შენი ….
18. მე ვწუწუნებდი იმაზე, რომ ფეხსაცმელები არ მქონდა იქამდე, სანამ ვნახავდი კაცს, რომელსაც ფეხები არ ჰქონდა.
19. გმირს არ სჭირდება ლაპარაკი, როცა ის აღარ იქნება მასზე სხვები ილაპარაკებენ.
20. კაცი არასოდესაა იმაზე მაღალი, ვიდრე მაშინ, როცა მუხლს მოიყრის ბავშვის დასახმარებლად.
21. სჯობს იყო მარტო, ვიდრე ნებისმიერ შემხვედრთან ერთად.სჯობს იყო მშიერი,ვიდრე რაც ხელში მოგხვდება ის შეჭამო.ომარ ხაიამი
22.დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე,თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა,როგორიც მე ვარ.ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე.ხანდახან იმასაც ვფიქრობ,ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი.” ნოდარ დუმბაძე
23. მილიონობით ნიღაბს ვიზომავთ …ბოლოს, ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს, ყველაზე მახინჯს ამოვირჩევთ და ისე გვეწეპება ეს ოხერი, რომ კანიანად გინდა აიდღლიზო სახიდან, მაგრამ ვაი, რომ აღარ შეგვწევს ამისი ძალა და ღონე…/დარაბებს მიღმა გაზაფხულია/
24. მე მიყვარს საკუთარი თავის მოსმენა. ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გასართობია. ხშირად ვესაუბრები ჩემს თავს საათობით და იმდენად ჭკვიანი ვარ, რომ ხანდახან ამ ლაპარაკიდან ერთ სიტყვასაც კი ვერ ვიგებ. ( ოსკარ უაილდი)
25. ,,უდიდესი ბედნიერებაა ცხოვრობდე იმ ადამიანთა შორის,ვისაც შენ ძულხარ,როცა შენ არ გძულს ისინი.ბედნიერებაა იყო ღარიბი,როცა ირგვლივ მიწიერი სიმდიდრის მოხვეჭას ლამობენ,შენ კი თავისუფალი ხარ საშინელი სიტყვისგან,,ჩემია” "-დათო ტურაშვილი
26. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბიჭები ბაყაყებს ქვებს გართობის მიზნით ესვრიან, ბაყაყები სინამდვილეში კვდებიან.
27. "თუ თქვენ საკუთარ თავთან არ გქონიათ შინაგანი ომი , თქვენ გარეთ იომებთ. თუკი თქვენ შინაგან ომში გაიმარჯვებთ, ნამდვილ ომსაც მოეღება ბოლო. ეს არის ერთადერთი გზა”
— ოშო
28. გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 679 | დაამატა: nino | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა