გიჟი - 20 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » გიჟი
1:13 AM
გიჟი

გიჟი ხარ,ხა,ხა,ხა...
ყვირილით...სადა ხარ.
ნაცნობი გზა,ვნება
გონება სად დნება.
მიგაფრენს ქუჩები
ოდესღაც ურჩები
ცად ლურჯად ფიქრიან
ღრუბლები მიქრიან.
რა სევდად თვალები
სიცოცხლის ალები
იწვიან თავისთვის.
რომელი ქალისთვის
კვდებიან კაცები?
და როგორც ნაცემი
ფიქრები ანცები
გღლიან და გიტევენ,
ო,რამდენს იტევენ
სამდურავს ფიქრები,
სევდაა ულევი
და გზა გაუვლელი
გაგიჟებს,ხა,ხა,ხა...
როდესაც იმედი
მომავლის ილეთი
გამხდარა სულერთი
და სადღაც სულეთი
დგას პირდაფჩენილი
მარტოდდარჩენილი...
კუპრი,ჯოჯოხეთი
საოცარი ხედი.
ფუნჯი და გენია
იქ,სადაც გელიან
იციან ვინცა ხარ,
იციან,ხა,ხა,ხა...!
მწყურვალი დაწყურდი
და თუკი დარწმუნდი
არა ხარ უბრალო
და გიყვარს მურტალო...
ცხოვრების კამათლებს
ვარდებით კალათებს
თავებს რომ იკლავენ
ნატრობ იმის მკლავებს
მოგხვიოს იქნება...
თუ ზეცამ ინება
თავისთან გატაროს
და ტანო–ტატანო
იდუმალ – ქურუმმა
ჩურჩულით,ქურდულად
გითხრას,გაგაგიჟოს
გიჟი ხარ...აბა რა!
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 303 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა