მთავარი » 2011 » აგვისტო » 14 » ჰალიკარნასის მავზოლეუმი
5:25 PM
ჰალიკარნასის მავზოლეუმი


მეფე მავსოლეს (ბერძნ. Μαύσωλος) საფლავი.ჰალიკარნასის მავზოლეუმი, არქიტექტურისა და ქანდაკების ბრწყინვალე შედევრი, ერთ დროს არაჩვეულებრივი სანახაობა იყო.ის ძვ.წ. მე4 საუკუნეში ააგეს, როგორც ქალაქ ჰალიკარნასის მმართველის, მავსოლეს აკლდამა. მეციერთა აზრით, მშენებლობა მასლოვეს სიცოცხლეშივე დაიწყო. მავსოლემ მხოლოდ საუკეთესო მოქანდაკეები დაიქირავა, რომელთა ოსტატობის შედეგად ნაგებობის საუკუნო დიდება ხვდა წილად.
ჰალიკანასი იყო კარიის მთავარი ქალაქი. კარია ძვ.წ 4ე საუკუნეში სპარსეთის იმპერიაში შედიოდა. ამ დროს კარიას მართავდა მავსოლე. იგი დაქორწინდა საკუთარ დაზე , რომელსაც ერქვა არტემისია. მავსოლემ გადაწყვიტა თავისი და მეუღლის სამუდამო განსასვენებლად აეგო ისეთი აკლდამა მანამდე რომ არ ღირსებია მოკვდავთაგან არც ერთ დიდებულს.
აკლდამის აგება მავსოლეს სიცოცხლეშივე დაიწყეს. კარიის მართველმა მისი დასრულება ვერ მოასწრო. იგი დაახლოებით ძვ.წ 350-წელს გარდაიცვალა. დაკრძალეს მის მიერ აგებულ აკლდამაში, რომელსაც მავსოლეს პატივსაცემად მავზოლეუმი უწოდეს. მავზოლეუმი საბოლოო სახით არტმისიამ დაასრულა.
ჰალიკანასი წარმოადგენდა ბერძნული ტაძრის მსგავს ნაგებობას, იგი შემკული იყო მარმარილოს კოლონებითა და ქანდაკებებით.
მოგვიანებით მავზოლეუმი განადგურდა. ჰალიკარნასს დღეს ბოდრუმი ეწოდება. არქეოლოგიურმა გათხრებმა მის მრავალ საიდუმლოს ნათელი მოჰფინა. თვითონ ჰალიკარნასი ულამაზესი ქალაქი ყოფილა, რომელსაც 7 კილომეტრიანი გალავანი გონდა შემოვლებული. ქალაქის ღირშესანიშნაობებს შორის იყო მარსის ტაძარი, ამფითიატრი და თვითონ მავსოლეს სასახლე.
მავსოლე დაწვევს, ხოლო მისი ფერფლი მიწისქვეშა სამარხში შეინახეს. შესასვლელი მასიური ქვებით ჩახერგეს და მიწით დაფარეს, ამის მიუხედავად ნძარცველებმა გვირაბი გათხარეს და სამარხი გაძარცვეს. უკანასკნელ წლებში განძის გადარჩენილი ნაწილი აღმოაჩინეს.
მავსოლეუმი ხელოვნების უმშვენიერესი ნიმუში იყო.შემკული იყო სვეტებით და ქანდაკებებით, რომლებიც პანტერებზე, ტახებზე და ირმებზე მონადირე ბერძნებს გამოხატავდა. შუბები ბრინჯაოსაგან იყო ჩამოსხმული. სახურავის ოთხცხენიანი ეტლის 6 მეტრიანი მარმარილოს ქანდაკება იდგა. ცხენის სადავეები ოქროსაგან იყო ჩამოსხმული. ტაძარს ასევე ამშვენებდა ბერძნულ სამოსში გამოწყობილი ქანდაკებები.
მავსოლეუმი მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი ჯვაროსანთა რაინდებმა მთლიანად დააგრია. დღეს ნებისმიერ დიდ აკლდამას მავსოლეუმს უწოდებე.

1)თუ დიდ პირამიდას არ ჩავთვლით, მავზოლეუმმა უძველესი სამყაროს საოცრებათაგან ყველაზე დიდხანს იარსება.
2)მავზოლეუმი ჯერ მიწისძვრამ დააზიანა, შემდეგ კი ჯვაროსანმა რაინდებმა მთლიანად დაანგრიეს, ხოლო ნარჩენები თურქების შეტევების მოსაგერიებლად საჭირო ციხესიმაგრის აშენაბისას გამოიყენეს.
3)მავზოლეუმის ჩრდილოეთი კედლის რამდენიმე ქანდაკება გადარჩა, რადგან შენობის დანგრევის მომენტში მათ მიწა ფარავდა. ფრიზი, რომელიც წყალსადინარის ფუნქციებს ასრულებდა, წლების განმავლობაში მიწაში იყო ჩამარხული.
4)სიტყვით ”მავზოლეუმი”, რომელიც მავსოლეს სახელიდან მომდინარეობს, დღეს ნებისმიერი აკლდამა აღინიშნება.

კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 7075 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა