მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » იხილო ადამიანი ცოცხალი...
3:20 PM
იხილო ადამიანი ცოცხალი...

მეგობარმა ასეთი წერილი მომწერა: ,,ყველაფერს კარგად მივხვდი, რაც მითხარი. ერთნაირად კარგია ისიც, რაც პირველად შენგან გავიგე და ისიც, რასაც ბუნდოვნად ვგრძნობდი და ამიხსენი. შენ ხომ ფიქრის და აზრების ნათლად და უბრალოდ გამოხატვა გეხერხება... რომ იცოდე, როგორ მახარებს ჩემზე გაწეული ეს შრომა და მისი შედეგი”. მე, ჩემდა თავად, მინდოდა ის ცოცხალ ადამიანად მეხილა და არა უსულო წიგნის კაცად...
სიცოცხლისათვის ბუნებასთან, ცასთან, მიწასთან პირისპირ ბრძოლამ, უბრალო და ადამიანებისთვის საჭირო საქმისთვის ბრძოლამ, სიცოცხლის უბრალო და ძლიერი გრძნობა, იმის შეგნება გამიჩინა, რომ ადამიანი ცოცხლობს სწორედ ამ გრძნობაში. სწორედ ამ გრძნობაში, მის სისავსეშია ადამიანის სრულფასოვნების საწინდარი. თუ ადამიანები ცუდად არიან, თუ ისინი ეწამებიან, და იტანჯებიან, იმიტომ კი არა, რომ, როცა შიათ, საჭმელი არაფერი აქვთ, არც იმიტომ, რომ ისინი არავის უყვარს, არამედ იმიტომ, რომ თვითონ არავინ უყვართ. მატერიალური ხასიათის საშინელება არ არსებობს - უკმარობის, დაუკმაყოფილებლობის ნებისმიერი გრძნობა შინაგანი უკმარობის, ცხოვრების საკუთარი შეგრძნების უსრულობის გრძნობაა.

(ეგზიუპერი)
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 873 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა