იყავი ჩემთან... - 19 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » იყავი ჩემთან...
3:08 PM
იყავი ჩემთან...

რაღაც უხასიათოდ ვარ...დღეა ასეთი ან მე ვარ ასეთი...ძველ ბლოკნოტს ჩავცქერი....უამრავი რაღაც არის აქ ისეთი,რაც ძალიან ლამაზ დროს უკავშირდება,სტუდენტობას...

ჩემთან ერთი ძალიან ნიწიერი ადამიანი სწავლობდა...დათო კუპრავა....

სულ ვამბობ ხოლმე,საქართველოს ნიჭიერები აღრ სჭირდება – მეთქი....

გუშინ მოხუც ქმარზე გავაკეთე აქცენტი...ტყიდან კენკრას რომ მოუტანს გაცვეთილ თანამეცხედრეს...

დღეს კი ეს ლექსი ვიპოვე....დათოს იქნებ აღარც აქვს...

ასე ჰაერზე ისროდა აქეთ–იქით თავის ლექსპრომტებს:)

და აი,ისიც....

მე არას ვერჩი შენს მარტოობას,

რომელიც ასე ძალიან გიყვარს,

– უბრალოდ,დარჩი

ჩემთან ერთად იყავი მარტო...

– გაგიზიარებ ჩემს იმედებს

ჩემს ოცნებებს,

ცემს ტკივილებს და ჩემს იარებს,

შეხვედრამდე ჩვენ ორივემ მარტოდ ვიარეთ,

– გზა მიილტვის დასასრულისკენ

– ყვავილები,ყვავილები,უმანკოები,

კეკლუცობენ,ანცობენ,კისკისებენ...

ბალახი ჩუმია,ფრთხილია და მორიდებული,

– ნაძვები ელიან თოვას,

ჭადრები – წვიმას და ქარებს...

შენ დახრი უღონოდ თვალებს

და უგონოდ მიენდობი გზას,

რომელიც ჩემგან წაგიყვანს...

კატეგორია: ჩემი ჩანაწერები | ნანახია: 381 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა