მთავარი » 2011 » აგვისტო » 26 » ქალზე უთქვამთ...
11:42 PM
ქალზე უთქვამთ...

შილონი – ოქროს ცეცხლით გამოცდიან, ქალს – ოქროთი, მამაკაცს – ქალით.

ისო ზირაქი – არ არსებობს ცბიერება, ქალის ცბიერებას რომ აღემატებოდეს.

მილტონი – ქალი ბუნების ყველაზე მისაღები შეცდომაა.

კონტი – მამაკაცის გამოტეხა ადვილია, ქალის შეუძლებელი.

ჰ.ლობერგერი – ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარია მამაკაცისა.

ვერგილიუსი – ქალი ყოველთვის მერყევი და ცვალებადია.

რ.კიპლინგი – ქალური ალღო ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე მამაკაცის მტკიცე რწმენა.

რაფაელი – ლამაზი ქალი რომ დავხატო, ბევრი ლამაზი ქალი უნდა ვნახო.

არკადი რაიკინი – ქალი ადამანის მეგობარია.

მ.ზადორნოვი – მამაკაცი თუ ამბობს, რომ მას ქალების არაფერი გაეგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ქალებში უკვე გარკვეულია.

ა.კუპრინი – ქალს შესწევს უნარი ყველაზე უმაღლესი გმირობა ჩაიდინოს სიყვარულის გამო.

ბ.ბელინსკი – ცოლი საყვარელი როდია, იგი ჩვენი ცხოვრების მეგობარი და თანამგზავრია, და ჩვენ თავიდანვე უნდა მივეჩვიოთ იმ აზრს, რომ გვიყვარდეს ის მაშინაც, როდესაც ხანში შევა, და მაშინაც როცა დაბერდება.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 1279 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა