მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » ხილვა და ნატვრა
10:30 PM
ხილვა და ნატვრა


ტაძრის წარწერა...
სულში რომ გაქვს ამოქარგული,
რომ არ გასვენებს
სამომავლო სიტყვა ღვთიური...
აბა რა არის,იყო ერთი სიტყვის ერთგული,
გულით ატარო სინანული ამქვეყნიური...
მხოლოდ სიკვდილი,
ერთადერთი შავი ურჩხული,
გაწყვეტს იმ ბილიკს,
ნელ – ნელა რომ დაადგი ზეცა,
მიდი,გაბედე,
ეს სიმდიდრე მხოლოდ შენია,
და ამ სიცოცხლის ერთადერთი მფლობელი გერქვას...
ხოლო თუ სიტყვა
სულს გასცილდა და დარჩა ტაძრად,
დაე,იქ იყოს,
არყოფილს ნუ დაედევნები,
ალბათ შენც მალე აგიხდება ხილვა და ნატვრა,
ალბათ,შენც მალე აღარავის გაახსენდები!!!

ნ.მ
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 832 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა