მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » ხუთი პური
11:22 AM
ხუთი პური


ერთი კაცი ყოველდღე დადიოდა ბაზარში და ხუთ პურს ყიდულობდა
ერთხელ თავის მეგობარს შეხვდა გზაში. მეგობარმა ჰკითხა:
— მითხარი, დღეში ხუთ პურს რატომ ყიდულობო?
კაცმა მიუგო:
— ერთს მე შევექცევი, ორს სესხად ვაძლევ, ორით კი ვალს ვიხდიო.
— არ მესმის, — უთხრა მეგობარმა, — ერთი კარგად ამიხსენი, რომ გავერკვიოო.
— აი, რა: ერთ პურს მე თვითონ გეახლებით, ორს შვილებს ვაძლევ, ორს კი — დედ-მამასაო.
კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 1168 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა