მაჩუ პიკჩუ - 16 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » მაჩუ პიკჩუ
10:31 AM
მაჩუ პიკჩუ


მაჩუ-პიქჩუ
(კეჩ. ძველი მთა; ხშირად: „ინკების დაკარგული ქალაქი") — ჩვენ დრომდე კარგად შემონახული ინკების კოლუმბამდელი ქალაქის ნანგრევები მაღალი მთის ფერდობებზე, დაახლოებით 2 350 მ სიმაღლეზე. მდებარეობს პერუში, მდინარე ურუბამბას ხეობის თავზე, 80 კმ-ში ქალაქ კუსკოდან ჩდრილო-დასავლეთით. გარე სამყაროსგან მივიწყებული, ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა იელის უნივერსიტეტის არქეოლოგის ჰირაიმ ბინგემის მიერ 1911 წელს მისი ხელახალი აღმოჩენით.

მაჩუ-პიკჩუ არის ნაშენი ქვით მე-15 საუკუნის შუა ხანებში ქვიანი მთაგრეხილის ერთ-ერთ მთაზე მაჩუ-პიკჩუზე და უაინა-პიკჩუზე, ცენტრალური ანდების აღმოსავლეთით, პერუს სამხრეთით. მისი ნამდვილი სახელია `პიგჩუ ან პიჩო~.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით მე-16 საუკუნის შუა ხანებში, მაჩუ-პიკჩუ იყო ერთ-ერთი მოსასვენებელი რეზიდენცია პაჩაკუტეკის (ინკების პირველი იმპერატორის 1438-1470). მიუხედავად ამისა მისი არქიტექტურა და ძირითადი გზა ხაზს უსვამენ მის წმინდა რელიგიურ ხასიათს.

მაჩუ-პიკჩუ ამავე დროს წარმოადგენს უდიდეს არქიტექტურულ ძეგლს, იგი გამოირჩევა პეისაჟური არქიტექტურით, რაც იზიდავ ტურისტებს.

მაჩუ-პიკჩუ არის კაცობრიობის დაცული საგანძურის სიაშიიუნესკოს 1983 წლის გადაწყვეტილებით, როგორც ცულტურულ ეკოლოგიური სიმდიდრე ერთიანდება შემდეგი სახელწოდების ქვეშ მაჩუ-პიკჩუს ისტორუილი სიწმინდე.

2007 წლის 7 ივლისს მაჩუ-პიკჩუ შევიდა სამყაროს საოცრებათა სიაში, ლისაბონში გამართულ ცერემონიაზე.

მდებარეობა: მაჩუ-პიკჩუ მდებარეობს პერუში ურუბამბას პროვინციაში, კუსკოს რეგიონში. ყველაზე ახლომდებარე მნიშვნელოვანი ქალაქია კუსკო, ახლანდელი დედაქალაქი რეგიონისა და ძველი ინკების დედაქალაქი, რომელიც დაშორებულია 130 კმ.-ით მაჩუ-პიკჩუდან.
მაჩუ-პიკჩუსა და უაინა-პიკჩუს მთები არის ნაწილი ბატოლიტო ვილკაბამბას ფორმაციისა, პერუს ანდების ცენტრში. აღმოაჩინეს მდინარის მარცხენა სანაპიროზე ურუბამბას კანიონი, ძველად ცნობილი, როგორც პიგჩუს კებრადა.

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us


კატეგორია: მსოფლიოს საოცრებები | ნანახია: 509 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა