მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » მარიხი...
1:56 AM
მარიხი...

კიდევ ერთი სათი და
ღამე თეთრად იელვებს...
ცად მარიხი – ვარსკვლავის და
იღბალს მიმარჩიელებს.
ხელისგულზე ყველა ხაზი
და ცისფერი დინება
ფიქრის ნაპირს დაღად აზის,
შენკენ მოედინება...
გვირილების  მინდვრებია
სულში თეთრად გაშლილი...
მოსაწვევი ბარათებით
ქარიშხლებად აშლილი...
ძილგამკრთლი დედამიწა
თვალებს გადაიელმებს,
და მარიხი ხელისგულზე
იღბალს მიმარჩიელებს... :)
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1096 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა