მარტოობის დღესასწაული... - 19 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » მარტოობის დღესასწაული...
1:40 PM
მარტოობის დღესასწაული...


კვლავ დავიცალე...
შემომეხსნა ის მყუდროება,გამოგონილ ბედნიერებას რომ უწოდებს ბრძენი.
დავრჩი შემოდგომის განძარცვული ფოთლის უსუსური სევდა – სიჩუმე.
მომეცით ზეცა...
ცხენთა რემა შავი ღრუბლების..
კვამლი და ბოლი – ნაზამთრალი სივცრცის შეგრძნება.
და გული – ერთადერთი თავშესაფარი...
გული – უბიწო.
როცა ბინდ – ბუნდში ლოდინისას არავინ მოდის...
მაშინ მსურს შველა...
დღეს ფერხულია...
მარტოობის დღესასწაული...
ამ მასკარადზე დედოფლობას არვის დავუთმობ...
რადგან ამ წუთას,
ამ სამყაროში...
არვის ვახსოვარ...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 421 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა