მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » მას შეუძლია,დაგეხმაროს...
10:56 AM
მას შეუძლია,დაგეხმაროს...



ერთ დღეს ნაპოლეონ ჰილთან უპოვარი კაცი მივიდა და შველა სთხოვა.

საუბრისას გაირკვა, რომ უპოვარი კაცი უწინ წარმატებული ბიზნესმენი იყო.მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა... ცოლს გაეყარა, ქონება დაკარგა, ბიზნესი ჩაუვარდა, ჯანმრთელობა შეერყა და…

კიდევ უამრავი რამ ჰქონდა საწუწუნო.

ჰილმა ყურადღებით მოუსმინა და უთხრა:

"სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარები. მე ეს არ შემიძლია”.

უპოვარმა ყურები ჩამოყარა და წასვლა დააპირა.

"მოიცა! – შეჩერა ჰილმა, – სამაგიეროდ, ვიცნობ ერთ კაცს, ვისაც ნამდვილად შეუძლია დაგეხმაროს, თუკი მოინდომებს! ის ერთადერთია, ვისაც ამის უნარი შესწევს”...

ექსპერტმა ფარდა გასწია და უპოვარმა საკუთარი ანარეკლი დაინახა სარკეში.

"აი ის კაცი, რომელზეც გეუბნებოდი. მარტო მას შეუძლია დაგეხმაროს. თუ კარგად გაიცნობ და მის მოსმენას ისწავლი,  შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს აუცილებლად იპოვი!”

კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 820 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა