მეგობარი... - 23 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » მეგობარი...
11:25 AM
მეგობარი...


იყო ორი მეზობელი. ზამთარი მოვიდა და არემარე თოვლმა დაფარა.
პირველი მეზობელი დილაუთენია გამოვიდა ნიჩბით ხელში და სახლის წინ ბილიკი გაკვალა.
საქმეს რომ მორჩა, მეზობლისას გაიხედა. იქ გზა უკვე გაწმენდილი იყო.
მეორე დღესაც მოთოვა. პირველი მეზობელი ნახევარი საათით უფრო ადრე ადგა და მუშაობას შეუდგა.
ხედავს, მეზობლის ბილიკი უკვე გაკვალულია. მესამე დღეს მუხლამდე თოვლი მოვიდა.
პირველი მეზობელი კიდევ უფრო ადრე ადგა და გარეთ გავიდა... მეზობლის ბილიკი ისევ გაკვალულია.
ისეა გაწმენდილ-გასწორებული, თვალს უხარია!
იმ დღეს მეზობლები ერთმანეთს ქუჩაში შეხვდნენ.
ერთმანეთი მოიკითხეს, მთის და ბარის თქვეს...
_ ერთი ეს მითხარი, მეზობელო, _ ეუბნება პირველი მეზობელი,
_ სახლის წინ დასუფთავებას როდის ასწრებ?
მეორე მეზობელს ჯერ გაუკვირდა, მერე კი გაეცინა:
_ არც არასდროს, _ მიუგო მან, _ უბრალოდ ჩემთან მეგობრები დადიან!
კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 180 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა