მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » მოიტყუე თავი
10:08 PM
მოიტყუე თავი

ის გატყუებს!
ვინც გატყუებს,,იცის...
რომ შენ მისი ყველა ფიქრი
იცი...
გახსოვს ის დღე:
მიდიოდა როცა
ანდერძივით დაგიბარა მოცდა.
იცდი...იცი ისიც
იგვიანებს რისთვის...
ჰგონია,ხარ მისი...
ვერ გიმეტებს სხვისთვის...
სხვა კი მაინც მოვა
ბედისწერის ეტლით
თოვა,თეთრი თოვა
ციდან...მხოლოდ შენთვის.
ვიდრე სიტყვა ახდეს,
მოიტყუე თავი...
უსასრულო ომში
ჩამოაგდე ზავი...
ნ.მ
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 813 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა