მოტყუებული... - 23 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » მოტყუებული...
11:30 AM
მოტყუებული...


ერთი შეძლებული კაცი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში ბრუნდებოდა.
ქალაქს რომ მიუახლოვდა, გზისპირას ჩამოჯდა, რომ წაეხემსა.
გემრიელი საჭმლით ტკბებოდა და თან თავის სახლზე, თავის თავზე და იმ სარფიან გარიგებაზე ფიქრობდა, ცოტა ხნის წინ რომ დადო.
გზაზე კაცი გამოჩნდა.
მდიდარმა ის იხმო და ქალაქში საქმე როგორ არის, ჰკითხა.
_ ყველაფერი კარგადაა, _ მიუგო მან.
_ ჩემი სახლი ხომ იცი. ჩემი ცოლი და შვილი როგორ არიან?
_ შენი ბიჭი თავს მშვენივრად გრძნობს, დედამისი კი, ისევ ისეთი მშვენიერია, როგორიც იყო.
_ ჩემი აქლემი?
_ ჯანმრთელია და დაპურებული.
_ ჩემი ძაღლი?
_ როგორც ყოველთვის, შენი ერთგულია და შენს სამფლობელოს თვალმოუხუჭავად დარაჯობს.
მდიდარს გულზე მოეშვა და საჭმელს გაორმაგებული მადით შეექცა, მგზავრს კი არაფერი შესთავაზა.
კაცმა გადაწყვიტა მდიდრისთვის ჭკუა ესწავლებინა.
ბუჩქებში გაზელმა გაიელვა. მგზავრმა ამოიოხრა.
_ რა მოხდა? _ ჰკითხა მდიდარმა.
_ უბრალოდ ვიფიქრე, შენი ძაღლი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ამ გაზელს თავისუფლად დაეწეოდა-თქო.
_ რა? ჩემი ძაღლი მოკვდა? როგორ მოხდა?
_ შენი აქლემის ხორცი ბევრი მოუვიდა და...
_ ჩემი საყვარელი აქლემის ხორცი? იმას რაღა დაემართა?
_ შენი ცოლის დაკრძალვაზე სტუმრების დასაპურებლად დაკლეს.
_ ჩემი ცოლის?!
_ ჰო, შვილის სიკვდილი ვერ გადაიტანა და...
_ რა მოუვიდა ჩემს შვილს?
_ შენი სახლი რომ დაინგრა, ნანგრევებში მოჰყვა.
ამის გაგონებაზე ვაჭარი წამოხტა, ტანისამოსი შემოიხია და ბღავილით გავარდა უდაბნოში.

მას რომ თანამემამულესთვის გაეზიარებინა ტრაპეზა, შეიძლება ასეთი საზარელი განცდის გადატანასაც აცდენოდა.
მაგრამ მეორეს მხრივ, ასეთი ხარბი რომ არ ყოფილიყო, საკუთარი თავის გვერდიდან დანახვის შესაძლებლობაც არ მიეცემოდა.
თუმცა, ხარბი რომ არ ყოფილიყო, დასჭირდებოდა კი ამგვარი შოკური
თერაპია და საკუთარ თავზე დაკვირვება?
კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 182 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა