მთავარი » 2011 » აგვისტო » 6 » ნუ ეცდები დროის მოკვლას, დრო მოვა და თვითონ მოგკლავს!
6:06 PM
ნუ ეცდები დროის მოკვლას, დრო მოვა და თვითონ მოგკლავს!

შეყვარებულის დღიურიდან:
დილით ვერ ვჭამ, იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ.
შუადღით ვერ ვჭამ – შენზე ვფიქრობ.
საღამოს ვერ ვჭამ – შენზე ვფიქრობ.
ღამე ვერ ვიძინებ, იმიტომ, რომ მშია!


ქალებს აქვთ სამი ეტაპი ცხოვრებაში:
ისინი ჯერ ნერვებს უშლიან მამებს, შემდეგ ქმრებს და ბოლოს სიძეებს.

ალკოგოლი იწვევს სისხლძარღვების და მეგობართა წრის დროებით გაფართოებას.

საშუალო სტატისტიკურ მამაკაცს ცხოვრებაში სამი პერიოდი აქვს. ყველა პერიოდში მას ერთიდაიგივე კითხვას უსვავენ.

20 წლამდე – როცა დედა ეკითხება „სად მიდიხარ?"

40 წლის ასაკში – როცა ცოლი ეკითხება „სად მიდიხარ?"

და გარდაცვალებისას – როცა ყველა დამტირებელი ეკითხება „სად მიდიხარ?"


ნუ ეცდები დროის მოკვლას, დრო მოვა და თვითონ მოგკლავს!

იმდენად მეგობრები ვერ გვშველიან, რამდენადაც იმის რწმენა, რომ ისინი გვიშველიან.

მომავალს ერთი თვისება გააჩნია, ის არასდროს არის ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა.



კატეგორია: აზრები | ნანახია: 1189 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა