მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » ოთარ ჭილაძე ( მარტის მამალი)
5:52 PM
ოთარ ჭილაძე ( მარტის მამალი)


რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ მით უკეთესი, მერე მშვიდად იცხოვრებ დარჩენილ დროს.

თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს, მოსამზადებელი დროა, აი როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები. ქვეყანას აიკლებ ამაო წუწუნით, კვნესითა და მუდარით. არ მინდა, მეშინია… სამარცხვინო საქციელია და მეტი არაფერი. ფუი ამისთანა სიცოცხლეს.

არც სულ სიცოცხლე ვარგა და არც სულ სიკვდილი, როდისმე ერთიც მოგწყინდება და მეორეც. თანაც ვინ იცის, ან თუ იცის საიდან იცის, სიცოცხლე რომ ჯობია სიკვდილს. მესამე გზა არ არსებობს, ან მკვდარი უნდა იყო ან ცოცხალი. ანდა, როგორც ინდოელებს სჯერათ რამდენჯერმე უნდა იბადებოდე…

ვინ რა იცის, მართლა რითი მთავრდება სიკვდილი?! ვინ რა იცის, რა არის კაცის სიცოცხლე?! არაფერი. წუთი. წამი. შემოჰკრა ქარმან და სწრაფ გააქრო. მაგრამ, თუკი, როგორმე, წარსულში შებრუნება შესძელი, მერე კი წარსულიც გადალახე, მარადისობაში აღმოჩნდები თურმე და აღარასოდეს მოკვდები. განა სულ ამას არ ნატრობს ჩუმის ნატვრითა ადამიანი?!

კატეგორია: აზრები | ნანახია: 1217 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა