მთავარი » 2011 » სექტემბერი » 5 » პაულო კოელიოს ფრაზები...
4:31 PM
პაულო კოელიოს ფრაზები...


ნამდვილი მეგობრები ლხინის დროს გიდგებიან გვერდით.გამარჯვებები უხარიათ,სიხარულში არ გტოვებენ,ყალბი მეგობრები კი მხოლოდ გასაჭირში ჩნდებიან,საოცრად მოწყენილ, ,,სოლიდარობის"გამომხატველ სახეებს მიიწებებენ და ხვდები,რომ შენი ტკივილი მათთვის თავიანთი უჟმური ცხოვრების მალამოა და მეტი არაფერი.
სიკვდილთან სიახლოვემ სიცოცხლისკენ შემომაბრუნა...

ზღვარზე მდგომი ადამიანი ყოველთვის განსახვავებულად იქცევა...

სამყარო ქაოსური მაშინ იქნებოდა,სულელი ადამიანები რომ არ არსებობდნენ...

რა ბედნიერია ის,ვინც არ ერიდება თავისი უცოდინრობის გამომჟღავნებას...

ერთ ადამიანს მეორის სიყვარული საზღვრებისა და ვალდებულებების გარეშე შეუძლია...


მარტოობაზე უფრო აუტანელი ის არის,როდესაც გვერდით გყავს ადამიანი,რომელიც ფიქრობს,რომ ის შენთვის არაფერს ნიშნავს...


არაფერია იმაზე უარესი,როცა გრძნობ,რომ არავის აღელვებს შენი არსებობა,არავის აინტერესებს შენი შეხედულება ცხოვრებაზე,რომ სამყარო უშენოდაც მშვენივრად გაარძელებს სიარულს და შენი არარსებობა ოდნავაც არ შეაკრთობს.

უაზრობაა!!! მაგრამ მე მართლა ვიცნობდი ისეთ ადამიანებს,რომლებიც სიცოცხლეშივე მკვდრები იყვნენ.მკვდრები მუშაობდნენ,ჭამდნენ და საპატიო სოციალური მდგომარეობა ჰქონდათ...ავტომატურად მოქმედებდნენ,ვერ ტკბებოდნენ ჯადოსნური წუთებით,ახალ დღეს რომ მოაქვს...ცხოვრების სასწაულზე არასდროს ფიქრობდნენ და ვერ ხვდებოდნენ,რომ მომდევნო წამი,შესაძლოა ცხოვრების უკანასკნელი წამი ყოფილიყო...


ყოველთვის უნდა იცოდე როდის ჩაიქნიო ხელი,როდის დაასრულო რაღაც პერიოდი,როდის მიიხურო კარი... მნიშვნელობა არა აქვს რას დაარქმევ ,,დასასრულს".მთავარია,ერთ მშვენიერ დღეს ცხოვრების უკვე დამთავრებული ეპიზოდები წარსულში დატოვო...

გადავწყვიტე ვიცხოვრო ისე,თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი წამია...




კატეგორია: აზრები | ნანახია: 2245 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა