მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » ფიქრში დაგშორდი...
9:31 AM
ფიქრში დაგშორდი...


ფიქრში დაგშორდი
შენც დაგშორდი!...გადაგივიწყე...
სხვა დანარჩენი ყველა მომბეზრდა...
შენთან პირიქით...
მინდა,ამჯერად,შენ მოგბეზრდე...

შენ დაიღალო ჩემი სიბრიყვით,
ჩემი გამხელილი ფიქრებით,
შეუნიღბავი მზერით,თვალებით...
უცოდველი წარსულით...
გულუბრყვილობით...
გამოგონილი სითამამით...

ჩვენს ერთადყოფნას უსახელოს –
შენ რომ დაარქვა სახელი...ეს მსურს...
,,სულ არაფერი"....ხომ კარგად ჟღერს?
ეს ერთად...თორემ ცალკე...
შენ ხარ სამყარო!!!

ჰოდა,დაგშორდი...
ფიქრში დაგშორდი,
ფიქრი ეს დიდი ქვეყანაა,
მე ჩემი ფიქრის მეციხოვნე ვარ...
დაგშორდი,რადგან მოგბეზრდი,
ვეღარ მიტან და ამიტომაც...
ბედნიერი ვარ!
კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 866 | დაამატა: nino | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა