მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » ფიქრში საუბარი...
3:56 PM
ფიქრში საუბარი...




,,წავედი"...თქვა და წამოდგა...
დანა რომ დამარტყა,ხმას ვერ ამომაღებინებ.
ჩემი სევდის სამყარო დუმილია.
მელოდება,რამე ვუთხრა...
ფიქრით ვეპასუხები...
_ ,,იქნებ აქამდეც უნდა წასულიყავი..."
_ ,,მოვალ..."ის...ხმამაღლა...
,,თუ გინდა ნუ მოხვალ"...მე ფიქრით...
_ ,,ისევ გამებუტე?....რა ჯიუტი ხარ,მითხარი რამე"...ისევ ხმამაღლა...
_ .....
_ ,,არ მემშვიდოდები?" უფრო ხმამაღლა...
_ ....
_ ,,ადექი,კარი დაკეტე,მარტო რჩები?"...თითქმის ყვილით...
_  ....
_ ვიცი,ხმას ვერ ამოგაღებინებს კაცი...მივდივარ!"...უკვე ჩუმად:)
:):) მიცნობს:):)
ახლა ავდგები და ფანჯრიდან გადავხედავ.
ქუჩაც ჩუმია.
ქარს აყოლილი შემოდგომა მარაოს ჰკინძავს ჩუმი ფოთლებით.ის კი ტროტუარს მიუყვება მძიმე ნაბიჯით.
,,რა ლამაზია"...ვფიქრობ ღიმილით.
ჩემ მზერას უძლებს...
არ იხედება...
მაგრამ იცის,რომ გავყურებ:)
გვიანი შემოდგომის ორი ფოთოლი....ერთმანეთისთვის ერთადერთნი...
კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 837 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა