როგორ - 9 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » როგორ
8:36 PM
როგორ

ერთხელ, აღმოსავლეთის ერთმა მბრძანებელმა საშინელი სიზმარი ნახა, თითქოს ერთი მეორის მიყოლებით ყველა კბილი დასცვივდა. შეშინებულმა სიზმრების განმმარტებელი კაცი მოიხმო სასახლეში. მან ნაღვლიანი სახით მოისმინა სიზმარი და უთხრა მბრძანებელს:

- მბრძანებელო, ძალიან სამწუხარო ამბავი უნდა გითხრა: ერთი მეორის მიყოლებით ყველა ახლობელს დაკარგავ.

ამ სიტყვებმა განარისხა მბრძანებელი. ბრძანა დილეგში ჩაეგდოთ ეს უბედური და სხვა სიზმრების განმმარტებელი მოეყვანათ მასთან, რომელმაც მოსმინა სიზმარი და თქვა:

- ბედნიერი ვარ გაცნობო სასიხარულო ამბავი - ყველა შენს ახლობელზე დიდხანს იცოცხლებ, ისეთი დღეგრძელი იქნებიო.

მბრძანებელს ძალიან გაუხარდა ამის მოსმენა და უხვად დააჯილდოვა ეს კაცი.

გარშემომყოფებს გაუკვირდათ:

- შენ ხომ ზუსტად იგივე უთხარი, რაც შენმა წინამორბედმა? მაშ, რაღატომ დასაჯა იგი მბრძანებელმა, შენ კი ასე უხვად დაგაჯილდოვა? - გაოცებულები ეკითხებოდნენ ისინი.

- ორივემ ერთნაირად განვმარტეთ სიზმარი, მაგრამ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ "როგორ" იტყვი და არა იმაზე, თუ "რას" იტყვი.

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 164 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა