მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » რომ წავალ...
4:46 PM
რომ წავალ...

მე წავალ...
ჩემგან დარჩება ჩრდილი,
როგორც ზეცაზე ნისლი რძისფერი,
ჩემი ცხოვრება,რაც დარდი იყო,
იყო ლამაზი და სევდისფერი.
ბევრი ვიარე,
გვიან დავრწმუნდი
ყველა ბილიკი ერთ გზაზე გადის,
სადღაც მთებია
და იმ მთებს მიღმა
მე რომ მათბობდა,დღეს ის მზე ჩადის.
ისევ სიშორეს გავცქერი ეჭვით,
ეს ერთადერთი მომიღებს ბოლოს,
იქნებ მოხვიდე ჩემთნ როგორმე
დავიწყებული ხმა გამაგონო...
თორემ რომ წავალ
დარჩება ფიქრი,
როგორც ზეცაზე ნისლი რძისფერი,
ჩემი ცხოვრება...ეს შენ იყავი...
რაღაც ძვირფასი და ბევრსმთქმელი!
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 756 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა