საინტერესო ფაქტები ადამიანებზე - 21 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 21 » საინტერესო ფაქტები ადამიანებზე
0:15 AM
საინტერესო ფაქტები ადამიანებზე

  • ადამიანი ცოცხალი არსებებიდან ერთადერთია, ვისაც სწორი ხაზის გავლება შეუძლია.
  • საშუალოდ ადამიანს 725 კმ სიგრძის თმა ეზრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
  • ქერებს თმა უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე შავგვრემნებს.
  • ადამიანის გაღიმებაში 17 კუნთი მონაწილეობს.
  • ადამიანის დნმ 80 000 გენს შეიცავს.
  • ლეიკოციტები ჩვენს ორგანიზმში 2-3 დღე ცოცხლობენ, ხოლო ერითროციტები - 3-4 თვე.
  • კაცები ითვლებიან ქონდრისკაცებად თუ ისინი 130 სმ-ზე დაბლები არიან, ქალები კი 120 სმ-ზე.
  • საშუალოდ, ადამიანის ყოველი თითი ცხოვრების განმავლობაში 25 მლნ.-ჯერ იხრება.
  • ადამიანის გულის ზომით დაახლოებით მისი მუშტის ტოლია, ხოლო ზრდასრული ადამიანის გულის მასა 220-260 გრამია.
  • ადამიანის ტვინი დღეში უფრო მეტი იმპულსის გენერაციას ახდენს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად აღებული.
  • ადამიანის ტვინში ერთი წამის განმავლობაში 100 000 ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს.
  • ადამიანის ორგანიზმში მცხოვრები ბაქტერიების ჯამური მასა დაახლოებით 2 კგ-ს შეადგენს.
  • ადამიანის ფილტვების ფართობი დაახლოებით ჩოგბურთის კორტის ფართობის ტოლია.
  • ბავშვები სამუხლის გარეშე იბადებიან. ის 2-6 წლის ასაკში ჩნდება.
  • ფსიქიატრიულ სინდრომს, რომლის დროსაც ადამიანს ემართება დეპერსონალიზაცია, ეკარგება დროის, სივრცის, საკუთარი სხეულისა და გარემოს აღქმის უნარი, ოფიციალურად ეწოდება ”ალისა საოცრებათა ქვეყანაში”.
  • დაბადებისას ადამიანის ტვინში უკვე არსებობს 14 მილიარდი უჯრედი და ეს რიცხვი არ იზრდება. პირიქით, 25 წლის მერე ეს რიცხვი ყოველდღიურად 100 000-ით მცირდება. ერთ წუთში, რომელსაც ერთი გვერდის წაკითხვისთვის ვხარჯავთ, 70 უკრედი კვდება. 40 წლის მერე ტვინის დეგრადაცია სწრაფდება, 50 წლის შემდეგ კი ტვინის მოცულობა მცირდება.
  • ადამიანს დახლოებით 2 მლნ. საოფლე ჯირკვალი აქვს. საშუალოდ, ზრდასრული ადამიანი 1 ლიტრ ოფლის დაკარგვასთან ერთად კარგავს 540 კალორიას. კაცები 40%-ით მეტ ოფლს გამოყოფენ, ვიდრე ქალები.
  • ადამიანის წვრილი ნაწლავი დაახლოებით 2.5 მ სიგრძისაა, ხოლო სიკვდილის შემდეგ, როცა კუნთის მასა მოეშვება, სიგრძე 6 მ-ს აღწევს.
  • საშუალოდ, ადამიანი 23 000 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას აკეთებს დღეში.
  • ადამიანის თვალს 10 000 000 ფერის გარჩევა შეუძლია.
  • მთელი სიცოცხლის განმავლობაში ქალის ორგანიზმი 7 მლნ. კვერცხუჯრედს ქმნის.
  • პაპაფობია - რომის პაპის შიში.
  • ადამიანის პირში დაახლოებით 40 000 ბაქტერიაა.
  • გახელილი თვალებით დაცემინება შეუძლებელია.
  • საშუალოდ, ქალები 2-ჯერ უფრო ხშირად ახამხამებენ თვალებს ვიდრე კაცები.
  • ადამიანს გემოს 2000 რეცეფტორი გააჩნია.
  • დაბადებისას ბავშვს 300-მდე ძვალი აქვს, ზრდასრულ ასაკისთვის ის 206-მდე მცირდება.
  • მესოპოტამიაში პაციენტის სიკვდილის შემთხვევაში, მის ექიმს სიკვდილით სჯიდნენ, პაციენტის დაბრმავებისას, ექიმსაც აბრმავებდნენ.
  • ნერვული იმპულსი ადამიანის ორგანიზმში დაახლოებით 90 მ/წმ სიჩქარით გადაადგილდება.
  • საშუალო ადამიანის ორგანიზმში იმდენი ცხიმია, რამდენიც 7 ცალი საპნის წარმოებას სჭირდება.
  • დალტონიზმს კაცებში 10-ჯერ უფრო ხშირად ვხვდებით, ვიდრე ქალებში.
  • შუა საუკუნეების ექიმები ყოყმანის შემთხვევაში სიფილისის დიაგნოზს სვამდნენ.
  • ადამიანის ძვლების თითქმის ნახევარი ტერფებსა და მაჯებშია.
  • ხელის ფრჩხილები დაახლოებით 4-ჯერ სწრაფად იზრდება, ვიდრე ფეხის.
  • ცისფერთვალა ადამიანები ყველაზე მგრძნობიარენი არიან ტკივილის მიმართ.
  • არსებობს სურდოს გამომწვევი 100-ზე მეტი სხვადასხვა ვირუსი.
  • მთელი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის კანი დაახლოებით 1000-ჯერ იცვლება.
  • ზრდასრული ადამიანის ორგანიზმში ნერვების სიგრძე 75 კმ-მდეა, სისხლძარღვებისა კი 80 000 კმ-მდე, ანუ ეკვატორს 2-ჯერ შემოუვლის.
კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 236 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა