მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » სალათა ,,მონარქის ქუდი"
6:29 PM
სალათა ,,მონარქის ქუდი"



სალათა "მონარქის ქუდი"სალათი კეთდება ფენებად. ყოველ ფენას ესმევა ნივრითა და მარილით შეზავებული მაიონეზი.

მასალა:

3-4 ცალი დიდი ზომის კარტოფილი,
1 დიდი ჭარხალი,
150 გრამი მაგარი ყველი,
3-4 ცალი კვერცხი,
300 გრამი ღორის ხორცი,
1 ცალი ბროწეული,
მწვანე ბარდა,
მაიონეზი,
ნიგოზი,
ზეთისხილი,
1 თავი წითელი ხახვი,
მარილი და ნიორი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ჭარხალი და კარტოფილი მოხარშოთ და გახეხოთ მსხვილად, ხოლო უმი სტაფილო-წვრილად. მოხარშული კვერცხის გული წვრილ სახეხზე გახეხეთ, ხოლო ცილა-მსხვილზე. მოხარშული ხორცი კუბიკებად დაჭერით. ცალკე გახეხეთ ყველი. ნიგოზი იჭრება წვრილად. ნიორი შეგიძლიათ დანაყოთ ან ძალიან წვრილად დაჭრათ.

სალათი კეთდება ფენებად. ყოველ ფენას ესმევა ნივრითა და მარილით შეზავებული მაიონეზი.

1 ფენა - კარტოფილი,
2 - ჭარხალი,
3 - სტაფილო,
4 - ნიგოზი,
5 - ხორცი,
6 - კარტოფილი,
7 - კვერცხის გული,
8 - ყველი,
9 - ხორცი,
10 - სტაფილო.

ზევიდან სალათი მთლიანად მაიონეზით იფარება და ირთვება, ბროწეულით, მწვანე ბარდით, ნიგვზით, ფორთოხლის კანით, ზეთის ხილით ზუსტად ისე, როგორც სურათზეა. ზევიდან გვირგვინი კეთდება წითელი ხახვისგან.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 5587 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა