მთავარი » 2011 » აგვისტო » 5 » საწოლი...
3:52 PM
საწოლი...

ერთი საწოლი გამაჩნია –

სხვა არაფერი.

და გზა – ყველა ტკივილიდან

ჩემ საწოლამდე.

ვიცი სიმშვიდე დროებითია

მალე დაწყდება ღვედები,

თასმები...და

დავენარცხები მიწას სხეულით.

ო,როგორ მღლიან ეს ყბედები...

მომრიგებლები,

გამრიგებლები,

უსულგულო ორატორები.

და ეს ოთახი–სევდის დარბაზი

ისე მცირეა,რომ ვერ ვეტევი.

სად არის სივრცე – უსაზღვრობა –

ცავ,მოიტაცე ჩემი საწოლი,

ჩემი ერთადერთი

ფართე სიმდიდრე,

და გზას – ჩემი უსათუთესი ტკივილებით –

მხოლოდ საწოლთან რომ მივყავარ

მზე მიმოჰფინე!

კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1060 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა