შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს - 19 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 19 » შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს
2:01 PM
შემოდგომის უკანასკნელ ფოთოლს


ნეკერჩხლის წითელი ფოთოლი მახსენდება...რაღაცას თუ ვიღაცას რომ ელოდა...ტკივილის ფასად...
აღარყოფნა ცხოვრების უხილავი მხარეა,ფერდაკარგული,შეუცნობადი...
ერთ დღეს მოვწყდები მეც...ფოთოლივით...
ტკივილი დაფლეთს ზეცას ღრუბლებად...
იპანაშვიდებს ავი განგება...
გამოიგლოვებს მგრძნობიარე შვილის დაკარგვას...
და ჩემი სული ქარს გაჰყვება...რაღა მოვიდე სევდად...
ფოთოლის.
მომინდება ქართან ჩურჩული...მასთან სირბილი უმისამართოდ.წამიყვანს ქარი...გამიტყუებს,ამაცეკვებს,ქუჩა–ქუჩა...ფრიალ–ფრიალით მოვედები შეციებულ,გათოშილ მიწას...
ცელქი ფოთოლი.
მერე ქარი მიმაგდებს და შენი სახლის ბნელ კუთხეში გამოვიზამთრებ.
გარეთ გამოხვალ...და კუთხეში მიგდებულ ფოთოლს ნაზად აიღებ...დააკვირდები...
გაგახსენდება ჩემი სიტყვა,როცა მოვკვდები,სევდიანი... ფოთლად ვიქცევი...ავედევნები მერე ქარებს და შენთან მოვალ...
ისევ დახედავ ფოთოლს....დაიხატება მოლოდინი ჩემი თვალების...
მოეფერები და აკოცებ უცაბედ სტუმარს, შორეთიდან შემოხეტებულს...


კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 989 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა