მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » შიშველი სული...
9:42 PM
შიშველი სული...
ნ.მ

ეს მე ვარ – სულით შიშველი,
შენ ვეღარაფერს მიშველი,
ფიქრი წავიდა რამდენი...
შენამდე უკვე ვაფრენდი...

მრავალ საყვედურს ვინ დათვლის,
რა ხშირად მომაგონდება –
გამოწვდილ ხელის სიმძიმე
დუმილი და გაოგნება...

დარდია განა სხვა რამე,
წადი,გარისკე,შეშინდი,
დამტოვე,სადაც მიპოვე,
ერთი უიღბლო შეშლილი...

შენ ვეღარაფერს მიშველი,
ვიაროთ ასე...შორი – შორ...
სული გიძღვენი შიშველი
და ავედევნე ჰორიზონტს...

ნ.მ
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1124 | დაამატა: nino | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა