მთავარი » 2011 » აგვისტო » 20 » სხვა
1:19 AM
სხვა

სხვა ქვეყნისა ხარ,
სხვა ეპოქის,
სხვა სამყაროსი...
მოხვედი,მაგრამ ჯერ არ იცი სად რას გამოსცდი...
სტუმარი თითქოს ღვთისაა და
კი ხარ სტუმარი,
ზეცამ ფიქრებით მოგიქარგა თავსასთუმალი...
ვინც შენ მოგისმენს და გაგიგებს
მხოლოდ ერთია...
იმ ერთმაც იცის,რომ ერთი და,
შენი ღმერთია...
ამქვეყნიური დიდი განძი, რაც გაგიცია
სიყვარულია! საწყაო რომ სულ დაგიცლია...

არაფერია,
ხარ სტუმარი დასახარჯავი,
სრულიად სხვა ხმა,
სხვა გონი და
აზრიც სხვაგვარი...
(ნ.მ)
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 770 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა