სოკრატე და სამმაგი ფილტრი - 23 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » სოკრატე და სამმაგი ფილტრი
10:58 AM
სოკრატე და სამმაგი ფილტრი


ერთხელ ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსი, სოკრატე, (469-399 ჩ.წ.) შეხვდა ნაცნობს, რომელიც მას ეუბნება:

 

— სოკრატე, იცი შენს ერთერთ მოსწავლეზე რა გავიგე?

 

— მოიცადე, სანამ ამას მეტყვი, პატარა გამოცდა უნდა ჩავატარო, რომელსაც ჰქვია "გამოცდა სამმაგი ფილტრით".

 

— სამმაგი ფილტრით?

 

— დიახ, — გააგრძელა სოკრატემ. — სანამ რამეს მეტყოდე ჩემს მოსწავლეზე, ცუდი არ იქნებოდა, თუ ცოტას დაფიქრდებოდი და გაფილტრავდი იმას, რისი თქმაც გსურს ჩემთვის. პირველი ფილტრი — სიმართლეზე. აბსოლუტურად დარწმუნებული ხარ, რომ რაც უნდა მითხრა სიმართლეს შეესაბამება?

 

— არა, სოკრატე, ამის შესახებ ერთი ნაცნობისგან შევიტყვე და გადავწყვიტე...

 

— ე.ი. — თქვა სოკრატემ, — შენ ზუსტად არ იცი სიმართლეა ეს თუ არა. მაშინ მოდი გამოვიყენოთ მეორე ფილტრი — სასიამოვნო. რასაც აპირებ რომ ჩემს მოსწავლეზე მითხრა, — ეს რამე სასიამოვნო ამბავია?

 

— არა, პირიქით...

 

— ე.ი. — ამბობს სოკრატე, — შენ რაღაც ცუდის თქმა გსურს ჩემს მოსწავლეზე და ზუსტად არ იცი სიმართლეა თუ არა. მაგრამ შენ კვლავ შეგიძლია გამოცდა გაიარო და მომიყვე ეს ამბავი, თუ ის გაივლის მესამე ფილტრს — სასარგებლო. მომიტანს თუ არა ის ამბავი, რაც უნდა მითხრა, სარგებელს?

 

— ალბათ არა...

 

— მაშასადამე, — დასკვნა გამოიტანა სოკრატემ, — თუ შენ აპირებ, რომ ჩემს მოწაფეზე მომიყვე რაღაც ტყუილი, უარყოფითი და უსარგებლო, მაშინ საერთოდ რა საჭიროა მისი მოყოლა?

 

— დიახ, სოკრატე, როგორ ყოველთვის აბსულუტურად მართალი ხარ.

 

 

ამის გამო სოკრატეს თვლიდნენ დიდ ფილოსოფოსად და პატივს ცემდნენ.

 

აბობენ, რომ მისი მოსწავლე, პლატონი, მისი ცოლის, ქსანთიპეს, საყვარელი იყო.

კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 393 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა