მთავარი » 2011 » სექტემბერი » 8 » ტერენტისთან...
9:56 PM
ტერენტისთან...


არა სიცოცხლე,არა სიკვდილი –
გაფრენა...
ერთხელ ტერენტიმ სული აუშვა
აფრებად...
ქარებს აქროლებს დამძმებული
კუბო,
პანაშვიდებით რომ ჯოჯოხეთს სამოთხეს უთმობს.
და პროცესია მდუმარედ მიდის
საით?
ნუთუ სიმშვიდე არარსად არის
მაინც...
მესამე გზაზე ჩამოქცეულ
სულის კარავში
იყო ნისლი და იყო სევდა
იყო არავინ...
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 996 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა