თევზები და გველთევზა - 23 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 23 » თევზები და გველთევზა
11:07 AM
თევზები და გველთევზა


იყო ერთი გველთევზა, რომელსაც ფარფლ-ქერეჭი თევზისა ჰქონდა, შხამი და საზრიანობა კი - გველისა. გველთევზა ნაპირზე ცხოვრობდა და ხანდახან თუ ჩააკითხავდა წყალში თავის მოძმეთ. თევზებმა უთხრეს: "რა გინდა მაგ ხრიოკ ნაპირზე, გადმოსახლდი ჩვენთან, წყალში, განა ვერ ვხედავთ, ვით იტანჯები მანდ უწყლობით, შენ აქ გვჭირდები თევზებს, შენი ადგილი აქ არისო".

"განა წყალი არ მირჩევნია ამ უხეირო სამკვიდრებელს, წყლისათვის დავბადებულვარ, მაგრამ ამ ნაპირზე თქვენთვის სახიფათო, ვერაგი მეთევზეები რომ მომრავლებულან, ჯერ იმათ უნდა დავუგესლო ფეხები, რათა ვეღარ შესძლონ წყალში ბადის გადმოსროლა და თქვენი ერთიანად განადგურება. როდესაც მათ ფეხს ამოვუკვეთავ ამ ნაპირზე, მეც თქვენთან გადმოვალო წყალში საცხოვრებლად. მანამდის კი, მეც რომ თქვენსავით წყალში ვიცხოვრო ნიადაგ, შხამს დამიკარგავს წყალი და მტრებს ვეღარ მოგაშორებთ, ამიტომაც გამიწირავს თავი და აქ, ამ ნაპირზე ვარ ჩასაფრებული, ფათერაკი რომ აგარიდოთ. თქვენმა და ჩემმა შემოქმედმა გველად იმადაც მაქცია, რომ თქვენ წყალში იცხოვროთ და განამრავლოთ თევზთა მოდგომა, მე კი აქედან უნდა გიყარაულოთ. საზიანოა ეს ჩემთვის, მაგრამ ჩვენი მოდგომის გადასარჩენად ასე არისო საჭირო".
კატეგორია: ფილოსოფია | ნანახია: 268 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა