მთავარი » 2011 » აგვისტო » 16 » თევზი სოკოთი და კრევეტებით
6:32 PM
თევზი სოკოთი და კრევეტებით

თევზი სოკოთი და კრევეტებით
სალათა ძალინ მადისაღმძვრელად გამოიყურება და ამასთან, სასარგებლოა
ინგრედიენტები:

ხეკი ან კალმახი (3 ცალი საშუალო ზომის)
3 ცალი საშუალო ზომის სტაფილო
2-3 თავი ხახვი
300 გრ. ქამა სოკო
500 გრ. კრევეტი
მაიონეზი

მომზადების წესი:
მოხარშეთ თევზი მარილწყალში, რომ მოიხარშება გაასუფთავეთ ფხებისგან და წვრილად დაჭერით.
სტაფილო გახეხეთ მსხვილად, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად. ხახვი და სტაფილო ცალ-ცალკე მოშუშეთ ზეთში.
სოკო მრგვალად დაჭერით და ისიც ზეთში მოშუშეთ.

კრევეტები მარილწყალში მოხარშეთ.

როცა ყველაფერი მზად იქნება, ფენებად დაალაგეთ ღრმა ჭურჭელში. ყოველი ფენას მოასხით მაიონეზი.
1 ფენა - თევზი
2 ფენა - ხახვი
3 ფენა - სოკო
4 ფენა - კრევეტები
5 ფენა – სტაფილო.

სალათა ზევიდან გააფორმეთ კრევეტებითა და მწვანილი
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1069 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა