თითებს მე დავსჯი... - 17 აგვისტოში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » თითებს მე დავსჯი...
9:36 AM
თითებს მე დავსჯი...


სახეზე ხელები ავიფარე
და შენი თვალების სითბო ვიგრძენი...
ნახე...ჩემს თითებს,ამ ქურდბაცაცებს შენი სუნთქვა არ მოუპარავთ?
ხელს გამოჰყვაო,იტყვიან ხოლმე...:)
თორემ აბა რას გავბედავდი...
მოპარვაზე თუ მიდგებოდა საქმე,
მეც უფრო ძვირფასს გულს მოგპარავდი!:)
გულს,რომელიც სხვისია...
გამხელის დროსაც თავისი დრო აქვს...
სინანულის გარეშე კი რანი ვიქნებით,აბა მითხარი?..
ეს პაწაწინა სისულელე მაპატიე,თუ შეგიძლია,
ქურდბაცაცა თითებს მე დავსჯი,
და არ მივცემ ნებას...
სხვისი წილი ბედნიერება შინ მოიტანონ...

კატეგორია: ჩემი ჩანახატები | ნანახია: 486 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა