მთავარი » 2011 » სექტემბერი » 6 » (ნიკო გომელაური)
5:40 PM
(ნიკო გომელაური)



1.

ჩემს ქალაქში არაფერი მაოცებს
შუაღამეს მზის სხივიც თუ მაკოცებს.

აქ ხომ შავი საყვარელი ფერია
აქ შენი ძმა თურმე შენი მტერია.

აქ არ ხარობს თავმდაბლობის ნარგავი
აქ ტაძრებშიც შეიტანეს ნაგავი.

აქ სიზმრები აღარ არის ფერადი.
აქ ღალატ გახდა მრავალ ჯერადი.

აქ სიყვარულს ჩაგითვლიან ბოდვაში
აქ ხომ ახლა მოზობაა მოდაში

აქ გესევა მათხოვრების არმია.
აქ სიყალბე უმთავრესი შარმია

აქ უნიჭო სიმღერები ხიტია
აქ ,,ბებერი ალაზანში კიდია"(?!)

აქ პოეტებს გაურბიან მუზები
აქ გესვრიან თუ არ წაიკუზები

ჩემს ქალაქში ყველაფერი მოსულა
აქ ჯამლეტმა ჯონდო დააორსულა!


2.
ფარი აიფარა ფარსმა,
აზრი შეიცვალა არსმა,
ფლიდის ხელმწიბედ დასმა,
ხალხის დილეგში ცასმა,
ღვინის უზომოდ ჩასხმა,
ცილისწამების თავსხმა,
ერთი გასრისა ასმა
-თვალი გვცა ვიღაც თარსმა.



3.
წავედი ალბათ მომბეზრდა ბრძოლა,
მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის...
ჯდომა,კი არა ნემსებზე წოლა
აღიარება მომბეზრდა ბრალის.

წავედი... ალბათ არ ღირდა წასვლა
არც მოსვლა ღირდა,მაგრამ,ხომ მოხდა,
არც გრძნობაზე ღირს ხაზის გადასმა,
არც,თუ გახაზვას იმაზე ოხვრა

4.

არ ჩერდებაო დრო,
ვიღაცა ბრძენმა ბრძანა...
და ეთანხმება ბრბო,
ასე არ არის განა?!
-როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა,
დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა..


5.

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,
იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!
მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო
-ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.
იქვე იყო კარი მოპირდაპირე,
იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.
ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა)
ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა.


6.

ზღვამ გადაყლაპა მზე,
შეიგრძნო მისი ეშხი...
როგორც შენ ერთხელ მე,
შემომიტყუე შენში...



7.

დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები
-sol-fa-mi-re-do
ერთადერთი, ეს თავხედი,
არ იღლება დრო...


8.
წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ მთხოვ ოღონდ კაცის კვლას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ნუ დამიშლი ოღონდ სმას.

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
ოღონდ დარჩი კიდევ ხანს.

წელიწადის ყველა დროს
დღე-ღამეში ყოველ წამს
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს
მერე რა, რომ კოცნი სხვას!

წელიწადის ყველა დროს,
დღე-ღამეში ყოველ წამს,
რასაც არ მთხოვ, გეტყვი ხოს,
რა მოხდა, რომ ეჭვი მჭამს!

წელიწადის.. არც ერთ დროს..
დღე-ღამეში.. არც ერთ წამს..
არაფერზე მეტყვი ხოს..
შენი მაინც მუდამ მწამს!..


9.

ბურთი თუ მაქვს, მოედანი არ მაქვს.
ტყე ჩემია, მე მიგებენ ხაფანგს.
ანკესი მაქვს, ზღვას კი თევზი არ ჰყავს,
სარკე კი მაქვს, მასში ვინც სჩანს არ მგავს.

ტყვიები მაქვს, მაგრამ არ მაქვს თოფი,
კალამი მაქვს, ვერ დავწერე სტროფი.
საფულე მაქვს, შიგნით არ დევს ფული,
მანქანა მყავს, არ ტრიალებს რული.

საათი მაქვს გატეხილი ისრით,
სიზმრად ვხედავ ჟირაფს მოკლე კისრით.
ძაღლები მყავს, მაგრამ მე ვერ მცნობენ,
ქალები მყავს, ჩემს ლექსებს ვერ გრძნობენ.

სახლ-კარი მაქვს, გასაღები არ მაქვს,
სამშობლო მაქვს, გასაყიდად გამაქვს.
გავაგრძელო შევძლებ - თუმცა კმარა,
ბიბლია მაქვს და რწმენა კი არა...



10.



მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა

ეს რა კარგი გამიზრდია შვილი

და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.

როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი

წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.

მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვიტონ ვიცი მოვაკელი ხილი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც

რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს ფარეშე აყვებიან გრძნობას

იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას

მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს, შვილებს, ჩემიანებს, მასას
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ

მე ჯერ არსად წასვლას







კატეგორია: პოეზიის მარგალიტები | ნანახია: 5506 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა