მთავარი » 2011 » აგვისტო » 17 » თვალების ენა...
9:43 AM
თვალების ენა...


სიტყვები მხოლოდ ხმაურია
სხვა არაფერი...
არც უსიტყვობა ივარგებს,თუმცა...
თავისი ენა აქვს თურმე თვალებს...
თავისი ენა აქვს თურმე გულსაც...
ცრემლშიც ყოფილა აზრი ნატიფი,
გთხოვ,მაპატიე,ცაც შეშლილია...
შენთვის სათქმელი სიტყვა არ ვიცი...
შენთან ტირილიც არ შემიძლია...
თვალები...ერთადერთი ბარათი,
გაურითმავი თეთრი რვეული...
ღამე...ათასი დარდუბალათი
ამ თვალებივით გადარეული...
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 1358 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა