ზეცა არ მოთოვს... - 12 სექტემბერში 2011 - ninomodrekiladze.tk ManUcoz.Ru
მთავარი » 2011 » სექტემბერი » 12 » ზეცა არ მოთოვს...
8:07 PM
ზეცა არ მოთოვს...


ქალაქი შეიშალა.
დამშეული მასა აქეთ – იქით აწყდება ქუჩებს.
სიმწრით ნაშოვნ კაპიკებს ვაი – ვიშით იმეტებენ თითო კილო ტკბილეულისთვის.
ახალ წელს ტკბილად რომ შეხვდნენ...
უფრო ჯიბესავსენი შესაბამისად,ძვირიან სამოვაგეზე იხარჯებიან...იციან რა,წყალი მალე ჩადგება კალაპოტში:)
ლაზღანდარები წინასწარ ისვრიან ასაფეთქებლებს,ვიღაცას აშინებენ,ბრბო კი ხარხარებს.
ფუჰ!
,, – აბა ხელოვნური თოვლი" იხვეწებიან და დასძენენ,რომ ტანსაცმელზე ლაქას არ ტოვებს...
,, – ზამთარში რომ თოვლს გაყიდის,ის კაცი კაცია?" – თავს ირთობს ვიღაც უსაქმური...
,,თოვლს" კი ბევრი მუშტარი ჰყავს...
ჩემთვის ნამდვილ თოვლას აქვს ფასი...ტრაილ – ტრიალით რომ ეშვება ზეცის ბარათად...
აქ კი ორლარნახევრად....
ძღვასავით აზვირთებულა მთელი ქალაქი...ბაზრები იცლება და ივსება...
ეკოლოგიას ღრმა ძილით ჩასძინებია...,,ბედნიერების მომტანი" ნაძვები ელიან განადგურებას...
მალე ახალი წელიც დაძველდება და ნაძებსაც უსაფლავო ჯარისკაცებივით დაყრიან გზებზე...


P.S.ახალი წელი  მაინც მოვა.
ზეცა არ მოთოვს.
შეშლილ ქალაქს უხვად უყიდია ხელოვნური თოვლი...ბუნებრივ ნაძვებზე ჩამოსადნობად...


კატეგორია: ჩემი ჩანაწერები | ნანახია: 179 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა