მთავარი » 2011 » სექტემბერი » 9 » ჩვენ და სამყარო (იგავი)
8:39 PM
ჩვენ და სამყარო (იგავი)



დიდი ხნის წინ ერთმა მეფემ უზარმაზარი სასახლე ააშენა და შიგნიდან სულ სარკეებით მოაპირკეთებინა. სასახლის ყველა კედელი, ჭერი და კარი სარკით იყო დაფარული. ერთხელ სასახლეში ძაღლი შეძუნძულდა. მიმოიხედა და ირგვლივ უამრავი ძაღლი დაინახა. საითაც არ უნდა გაეხედა, ყველგან ძაღლი იყო. ძაღლმა სიფრთხილე გამოიჩინა -  მის ირგვლივ შეყრილი მილიონი ძაღლის შესაშინებლად და თავის დასაცავად კბილები გამოაჩინა. პასუხად ყველა ძაღლმა გამოაჩინა კბილები. ძაღლმა მათ შეუღრინა, რაზეც ყველამ ღრენით უპასუხა. ძაღლი დარწმუნდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და ყეფას მოჰყვა, მაგრამ აყეფდა თუ არა, მილიონმა ძაღლმაც ყეფა დაუწყო. თავიდან ფეხებამდე აიძაგრა. გამწარებული ყეფდა, მაგრამ რაც უფრო მეტს ყეფდა, მით უფრო მეტს უყეფდა ძაღლების ხროვაც.

დილით საცოდავი ოთხფეხი მკვდარი იპოვეს. ძაღლი მარტო იყო, მილიონობით სარკეში არეკლილი. არავის უჩხუბია მასთან, საერთოდ არავინ ყოფილა, რომ ეჩხუბა. მან მოლოდ საკუთარი ანარეკლი დაინახა სარკეებში და შეეშინდა. ხოლო თავის დაცვა რომ სცადა, ბრძოლაში ანარეკლებიც ჩაებნენ. საწყალი ძაღლი მილიონობით საკუთარ ანარეკლთან ბრძოლაში დაიღუპა.

თუ თქვენში არ არის მიზეზი, თქვენს გარეთ ვერავითარი დაბრკოლება ვერ იარსებებს. ვერაფერი გადაგეღობებათ თქვენს გზაზე. ასეთია კანონი: სამყარო მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია _ ერთი უზარმაზარი სარკე.

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 954 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა