მთავარი » 2011 » აგვისტო » 7 » ერთი სახელი
0:17 AM
ერთი სახელი

არც მდიდარი ვარ და არც ღარიბი
და ეს მღლის,როგორც ქარი – ხმელ ფოთლებს.
ძველი ნოხივით,ფიქრო,გამიცვდი,
უშენოდ სუნთქვას ვერც კი ვახერხებ.
არც ლამაზი ვარ და არც მახინჯი,
სარკეც უტყვია,ზღაპრისას არ ჰგავს,
ერთნი ჯოკონდას ღიმილს მაწერენ,
სხვანი ჩმახავენ ათასგვარ ამბავს.
არც ბრძენი ვარ და არც მოსულელო,
თუმც ხანდახან კი გავხდები გიჟი,
სენი–სენია...თავს რომ ვუშველო
ფიქრი არ მიშვებს,სინანულს მიშლის...
არადა,სული ვერ იტანს მარწუხს,
მინდა,რომ მერქვას ერთი სახელი...
რაც ასე მტანჯავს და რაც ასე მსურს,
,,ან არაფერი,ან ყველაფერი...!
კატეგორია: ჩემი პოეზია | ნანახია: 701 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა