მთავარი » 2011 » სექტემბერი » 21 » გული ფანჯარას ჰგავს..
7:42 PM
გული ფანჯარას ჰგავს..



ერთხელ ერთმა მოძღვარმა კითხვა დაუსვა თავის მოწაფეებს:

- რატომ იმსხვრევა ფანჯრის მინა, როცა ქვას ესვრიან?

- იმიტომ, რომ ქვა მძიმეა, - უპასუხა ერთმა.

- იმიტომ, რომ მინა მსხვრევადია, - მიუგო მეორემ.

- იმიტომ, რომ ძლიერმა ხელმა ისროლა ქვა და მიზანში მოარტყა, - უპასუხა მესამემ.

- არა! იმიტომ, რომ ფანჯარა დახურული იყო! - მიუგო მოძღვარმა, - იარეთ ცხოვრების გზაზე გახსნილი გულით და მტრის მიერ ნასროლი ისარი ვერ დააზიანებს თქვენს ფაქიზ სულებს.

 

 

კატეგორია: ფსიქოლოგია | ნანახია: 1245 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა