მთავარი » 2011 » აგვისტო » 8 » რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს,იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ...
12:52 PM
რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს,იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ...



გვერაცცი-ვინც მეტისმეტად იხრება დედამიწისაკენ,იმის საქციელს თან ტალახის სუნი აჰყვება ხოლმე.

კუზმა პროტუკოვი-ბევრი ადამიანი ძეხვას ჰგავს,რითაც გასტენავ,იმის მქონებელია.

ვოლტერი:-განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.

დეკარტი:-ღმერთმა ბუნების კანონები, რომ დაადგინა შემდეგ უკვე თავი მიანება და თვითდინებას მიანდო სამყარო.

განდი:-ნუ გაწყვეტ მეგობრიბის ძაფს-თუ მისი გასკვნა მოგიწია, კვანძი სამუდამოდ დარჩება.

ზოლა:-რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს, იმას მეგობარსაც ნუ გაანდობ.

ლაბრიუერი:-აღსასრული ერთხელ დგება ჩვენ კი მთელი სიცოცხლე ველით მას. სიკვდილის შიში უფრო საზარელია, ვიდრე თვით სიკვდილი.

პასკალი:- რაკი შეუძლებელია ყოვლისმომცველი ცოდნა, რაკი შეუძლებელია ყველაფერზე ყველაფერი იცოდე, ჯობია ცოტა რამ მაინც იცოდე ყველაფერზე, ვიდრე ყველაფერი იცოდე ერთი რამის შესახებ.

დიუმა:-სხვებზე მაღლა მდგომ ადამიანს, სადაც არ უნდა იყოს იგი, თაყვანისმცემელი და მიმბაძველი ყოველთვის გამოუჩნდება.

ბუალო:-მკაცრი, ულმობელი, ჭკვიანი მეგობარი არ მოგასვენებს სანამ შეცდომას არ გამოასწორებ.

აინი:-მამის მტერი შვილის მეგობარი არასდროს იქნება.

შილერი:-ვისაც არ ძალუძს, რომ დაიცვას მშვენიერება, ის ტრფობის ჯილდოს ვერასდროს დაიმსახურებს.

პუბლილუსი:-ლამაზი გარეგნობა მუნჯი რეკომენდაციაა.

ბალზაკი:-პატიოსნება ნაწილ-ნაწილ არ იყოფა.ის ან გაქვს, ან საერთოდ არ გაგაჩნია.

კანტი:-ყველგან ყოფნა-იგივეა,არსად არ იყო.

გოეთე:-ჭკვიანების დაცინვა სულელების ბუნებრივ პრივილეგიას წარმოადგენს.

ლაროშფუკო:-არ არსებობს უფრო მეტი სისულელე, ვიდრე სურვილი, ყოველთვის იყო ყველაზე ჭკვიანი.
კატეგორია: აზრები | ნანახია: 969 | დაამატა: nino | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
 კომენტარის დამატება
ქართული კლავიატურა